x
! SOS ! სასაფლაო თუ რესტორანი?! რა ხდება აღდგომას საქართველოს სასაფლაოებზე?


image
საქართველოში, სამწუხაროდ, ახალი არაა ის, რომ დღესასწაულებზე სასაფლაოები სამიკიტნოს ემსგავსება და ამით ყველა ბედნიერია. ხაჭაპური, მწვადი, ჩაქაფული და სხვა საკვები, იქვე დაყრილი და დანაგვიანებული პერიმეტრი და ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი სასაფლაოს ტერიტორია. ვინმეს გხიბლავთ ეს?!

იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ეკლესია და სამღვდელოება ამას არ უწევს რეკომენდაციას, საქართველოში, აღდგომის დღესასწაულზე ვერც ერთ სასაფლაოს ვერ ნახავთ სუფრის და მთვრალი ადამიანების გარეშე.

როგორც სასულიერო პირები ამბობენ, ისინი მრევლს ეუბნებიან, რომ აღდგომის შემდეგ, ორშაბათს, მიცვალებულთა ხსენების დღეს მივიდნენ და მიიტანონ შეღებილი კვერცხი, პასკა და სანთელი. აქ არსადაა ნახსენები, რომ საქორწილო სუფრის გაშლაა აუცილებელი. ეს არის ფოტომასალა, რაც მე, ლუკა ჭაფოძემ მოვიპოვე საქართველოს ერთ-ერთ სასაფლაოზე და მგონი ეს კადრები არავის დაგტოვებთ გულგრილს.image

იმედია, კანონპროექტი დროულად იქნება მიღებული.

0
535
2-ს მოსწონს
ავტორი:ლუკა ჭაფოძე
ლუკა ჭაფოძე
535
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0