x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრაზილიაში პოლიციელებმა ნარკომოვაჭრეების ხელშემწყობი თუთიყუში დააკვეს
გამოცემა Guardian -ის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ მსოფლიო ყურადღება მიიპყრო.

ბრაზილიაში პოლიციელებმა, არც მეტი არ ნაკლები, დამნაშავეთა მთავარი ხელშემწყობი თუთიყუში დააკავეს, რომელიც ნარკომოვაჭრეების დახმარებას ცდილობდა.

23 აპრილს პოლიციელები, რომლებიც ორი ნარკომოვაჭრის ცხელ კვალზე დაკავებას ცდილობდნენ და ამ მიზნით ნარკომოვაჭრეთა სახლთან მივიდნენ, თუთიყუშმა შენიშნა... შენიშნა და პორტუგალიურად „დედა, პოლიცია!“ - ს გამუდმებული ძახილი დაიწყო.

image

თუთიყუშის ნიშანს მაშინვე მიხვდნენ ნარკომოვაჭრეები და გაქცევა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათი დაკავება მაინც მოახერხა.


მათ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა მარიხუანა და დიდი ოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ნარკომოვაჭრეებთან ერთად თუთიყუშიც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

image

როგორც ჩანს თუთიყუშს პოლიციის მანქანებზე რეაგირება საკმაოდ კარგად აქვს შესწავლილი.

დაკავებული ბრალდებული (თუთიყუში) ადგილობრივ ზოოპარკში გადაიყვანეს.

0
176
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0