x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ინგა გრიგოლია დიანა ტრაპაიძეზე - "ომშიც რომ წახვალ მასთან ერთად და არ შეგეშინდება"
image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ასევ ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძეს დაბადების დღეს ულოცავს და მისალოც პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.


"ერთ-ერთი პირველია იმ ადამიანებს შორის, ვინც ძალიან მიყვარს.მართლა რომ მიყვარს. უმაგრესი, უნიჭიერესი, სუპერ პროფესიონალი, სასწაული ადამიანი, გიჟი-გადარეული, ემოციების კაშხალი და ქარიშხალი, ძალიან საიმედო, ძალიან გემრიელი და ნატურალური ადამიანი .ომშიც რომ წახვალ მასთან ერთად და არ შეგეშინდება რომ მარტო დაგტოვებს.გმირი დედა.გამორჩეულად მაგარი ჟურნალისტი და ბრწყინვალე მეგობარი.

იუბილარია ჩემი საყვარელი გოგო და ამ ბევრი გულებით და სასწაული სიყვარულით ვულოცავ დაბადების დღეს.


მიყვარხარ Dianna Trapaidze, გულში და სულში! მეიმედები და მეამაყები. ყველა სიტყვა და ფრაზა მეცოტავება, რაც არ უნდა დაგიწერო.

გილოცავ და გისურვებ უდიდეს ბედნიერებას, სულ წარმატებებს, სულ სიხარულს და სულ სიყვარულს, ჩვენი სტიმული ხარ შენ .ცხოვრებამ შენი სახით საუკეთესო ადამიანი გამაცნო და რა მაგარია, რომ გვყავხარ! იბედნიერე ჯონისთან და შენს ბაღნებთან ერთად"- წერს გრიგოლია.


"ტვ პირველის" ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე დღეს იუბილარია, ის 43 წლის გახდა.



0
118
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0