x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134501
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ემილიანო სალას მამა შვილის სიკვდილიდან 3 თვეში გარდაიცვალა
image

არგენტინელი ფეხბურთელის. ემილიანო სალას მამა, ორასიო სალა საკუთარი შვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან სამი თვის თავზე გარდაიცვალა.


როგორც Mundo Deportivo-ო იუწყება 58 წლის ორასიო სალა გულის შეტევით ქალაქ პროგრესოში(პროვინცია სანტა-ფე)საკუთარ სახლში გარდაიცვალა.


"ორაისოს ცოლმა დილის ხუთ საათზე დამირეკა, ადგილზე მისულ ექიმებს ორასიო სალა გარდაცვლილი დახვდათ"-განაცხადა ქალაქ პროგრესოს მერმა ხორხე მიულერმა რადიო La Red​-ის ეთერში.


image

შეგახსენებთ, 2019 წლის 22 იანვარს, ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფისკენ კერძო თვითმფრინავი Piper PA-46 -ით მიფრინავდა, რა დროსაც „ნანტიდან“ მისი ტრანსფერი „კარდიფ სიტიში“ რეკორდულ თანხად(ლაპარაკია 15 მილიონ ფუნტ სტერლინგზე)განხორციელდა.

image

ნორმანდიის კუნძულებთან ახლოს მოულოდნელად თვითმფრინავი რადარების ეკრანებიდან გაქრა. ბორტზე იმყოფებოდა ემილიანო სალა და პილოტი. კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე ემილიანო სალამ WhatsApp-ით მეგობარს გაუგზავნა შემდეგი სახის შეტყობინება:"ახლა თვითმფრინავში ვართ, რომელიც, როგორც ჩანს, ჩამოვარდება. თუ ჩემგან საათნახევრის განმავლობაში ვერაფერს გაიგებთ, მაშინ მაშველები დაგვჭირდება, არ ვიცი, ვინმეს გამოგზავნიან თუ არა. ჩვენს პოვნას ვერ შეძლებენ. ძალიან მეშინია".


ემილიანო სალას გვამი მხოლოდ 4 თებერვალს აღმოაჩინეს, ლა -მანშის ფსკერზე 63 მეტრის სიღრმეზე.

image

0
326
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0