x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ქართულმა სარეკლამო რგოლმა "ზომბები კახეთში" ინტერნეტ-ოსკარი აიღო(ვიდეო)
image

სარეკლამო რგოლის მიხედვით კახეთის ერთ -ერთ სოფელს ზომბები შემოესევა, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა კი მისი მორჯულება შეძლო.


სიუჟეტის მიხედვით მოქმედება სოფელ ყიტაანში ხდება, სოფელს შემოეჩვივნენ ზომბები, ანადგურებენ ვენახს, ხეხილის ბაღებს და ბოსტანს.ადგილობრივმა მაცხოვრებელი, გულადი და მამაცი გოგიტა მამაცაშვილი ტყვედ იყვანს ორ ზომბს და მათ სახელებსაც კი დაარქმევს-ჩუმლაყა და მახო.გოგიტა მოთვინიერებულ ზომბებს ასეირნებს, მათთან ერთად სადილობს და რაც მთავარია ღვინის დაყენებას და ქართულ მრავალხმიან სიმღერასაც ასწავლის.



ვიდეოს ავტორია კრეატიული კომპანია Leavingstone-ი, სარეკლამო რგოლი შექმნილი ცნობილი სერიალისთვის "მოსიარულე მკვდრები".რომელიც ამერიკულ Fox-ის არხზე გადის.





Fox-ის და მაგთისთვის შექმნილი რგოლი გახდა გამარჯვებული ნომინაციაში- ვიდეო და გადაეცა ინტერნეტ- ოსკარად წოდებული Webby Awards-ის ჯილდო.


ვიდეო "Working Dead" გლეხსა და მის მიერ მოშინაურებულ ზომბებზე თავდაპირველად ხუთეულში მოხვდა, შემდეგ კი – 23 აპრილს გამარჯვებულად გამოცხადდა.



"ლივინგსტონი უკვე ზედიზედ მეორე წელია, იღებს ინტერნეტის ოსკარად წოდებულ ამ ჯილდოს. ჩვენი ვიდეო ჟიურიმ შეარჩია რამდენიმე ათასი ნამუშევრიდან და ფინალურ ეტაპზე ხმის მიცემით გამოგვავლინეს გამარჯვებულად. როგორც ჩემთვის, ასევე ლივინგსტონისთვის ამ ჟანრის ვიდეო კონტენტის წარმოება ექსპერიმენტული იყო. ძალიან ბედნიერი ვარ და მეამაყება, რომ ჩვენი ასეთი ახლებური ნამუშევარი ოკეანის მიღმაც წარმატებულია.” – აღნიშნა Leavingstone ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა მელი ბაღდავაძემ.



ვებ-პრემია 1996 წელს დაარსდა ციფრული ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის (IADAS) მიერ. სხვადასხვა წლებში ვებ-პრიზის გამარჯვებულები იყვნენ პროექტები, რომლებიც ლიდერებად ითვლებიან ქსელის სეგმენტში, მათ შორის Russia Today, Amazon, eBay, Yahoo!, iTunes, Google, BBC, CNN, Wikipedia და YouTube.






0
1054
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1054
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0