x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - " ერის და ბერის სირცხვილი და თავის მოჭრა..."
image


"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე წერს.


მისი თქმით, გრძელდება სახელმწიფოს და საპატრიარქოს ტყვეობაში ყოფნის ამბავი და დეკანოზი გიორგი მამალაძე სააღდგომოდაც არ შეიწყალეს.


"სააღდგომოდაც არ შეიწყალეს დეკანოზი მამალაძე. გრძელდება სახელმწიფოს და საპატრიარქოს ტყვეობაში ყოფნის ამბავი. ერის და ბერის სირცხვილი და თავის მოჭრა."- წერს გვარამია.



საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 42 მსჯავრდებული შეიწყალა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა 19 თავისუფლებაღაკვეთილი მსჯავრდებული.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულთაგან ორი ქალბატონია.


შეწყალებულთაგან 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მუხლისგან. მათ შორის, სამი პირობითი მსჯავრდებული შეწყალებული იქნება თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო ორ მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა.


შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.

0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0