x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ლევან ჯიბღაშვილი: ვერ ვხვდები რატომ გახდა ჩემი გირაოს გაფორმება ასეთი განხილვის საგანი

image

ბიზნესმენ და მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის განცხადებით, გაუგებარია, რატომ გახდა გირაოს საფუძველზე მისი პატიმრობიდან გათავისუფლება საზოგადოების მხრიდან ასეთი განხილვის საგანი.


აღნიშნულის შესახებ ჯიბღაშვილმა განცხადება გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა.

"ვერ ვხვდები ლევან ჯიბღაშვილის გირაო რატომ გახდა მაგალითი, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში, იგივე და კიდევ უფრო მძიმე მუხლებით, საბედნიეროდ, ძალიან ბევრ ადამიანთან გაფორმდა გირაო და საპროცესო შეთანხმება. ეს სტატისტიკაა და შეუძლიათ მოითხოვონ პროკურატურისგან და ნახონ. ლევან ჯიბღაშვილის შემთხვევა არ ყოფილა ერთადერთი და ექსკლუზიური მოვლენა, რომელთანაც გაფორმდა მსგავსი ტიპის გირაოს შეთანხმება. 10 000 ლარად კიარა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც იგივე მუხლის დანაშაულზე უფრო დაბალ ფასადაც გაფორმებულა გირაოც და საპროცესო შეთანხმებაც. ამიტომ, ვერ ვხვდები რატომ გახდა ჩემი გირაოს გაფორმება ასეთი განხილვის საგანი, მით უმეტეს, დაკავებისთანავე ვაღიარე დანაშაული, არ გავქცეულვარ და რაც ყველაზე მთავარია, წარსულში არცერთხელ ვყოფილვარ ადმინისტრაციული წესითაც კი დაჯარიმებული. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის კანონმდებლობით, როგორც წესი, არ უნდა გაფორმდეს მსგავსი ტიპის შემთხვევაზე პატიმრობა. ამიტომ არ გაფორმდა ჩემზეც"-განაცხადა ჯიბღაშვილმა.

შეგახსენებთ, ბიზნესმენ და მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს რამდენიმე დღის წინ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 10 000 ლარის გირაო შეუფარდა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.
მოგვიანებით, შსს-მ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ
განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა.

0
77
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0