x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"გრიგოლიჩ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მეოთხე დღეა გარეჯში ჩვენებს აღარ უშვებენ: - ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქსტატუსი

imageდავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად შემოსული „ათცამეტი ასურელი მამის“ დასს ეკუთვნოდა. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში.ორი წლის წინ კლდეში ნაკვეთი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები, რომელიც 1.5 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შესრულდა.დავით გარეჯი საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. დღეს კი იქ აზერბაიჯანელმა მესაზღვფრეებმა ქართველები არ შეუშვეს.დავით გარეჯში შექმნილ ურთულეს სიტუაციას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება, სადაც ის "სამედიცინო კონსპექტის სახით" ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს მისგან მაინც აიღონ მაგალითი და დაუჯერონ . ოქრუაშვილი იხსენებს 2005 წლის მოვლენებს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების შესახებ. აი, რას წერს ის სოციალურ ქსელში: - "სამეცადინო კონსპექტი ივანიშვილისთვის!!!გრიგოლიჩ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მეოთხე დღეა გარეჯში ჩვენებს აღარ უშვებენ.ისევ მე უნდა გასწავლო რა ქნა.2005 წელს აზერბაიჯანმა რაღაც თემაზე "გაგვიჭედა". გავიდა ერთი კვირა და ისევ პრობლემას ქმნიდნენ. მერვე დღის თავზე შევხვდი იმათ შინაგან საქმეთა მინისტრს ჯანდარის ტბაზე. სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე დავსხედით და მესამე ჭიქა არაყზე რომ მივედით, ვუთხარი ეგრე არ გამოვამეთქი. ის ისევ თავის აზრზე იყო და მათ პოზიციას იცავდა. მეოთხე ჭიქაზე ვუთხარი, ერთ კვირაში იარაღით დატვირთული თქვენი გემი შემოდის ფოთის პორტში და ჩემ საწყობებში დაიცლებამეთქი.არ გაჭრა. ისევ თავისას უბერავდა.მეშვიდე ჭიქაზე რომ მივედით, ვუთხარი ხვალ თუ მაგ პრობლემას საჩვენოდ არ გადაწყვეტთ, კიდევ სამ ჭიქასაც დავლევ და დილით წითელ ხიდზე 500 000 ლტოლვილს მიიღებ, ხომ იცი გამკეთებელი ვარმეთქი.

გაჭრა.არა მგონია აქედან რამე გაიგო. გარეჯის პრობლემის მოგვარებით ფულს ვერ იშოვი, არადა თქვენ ხომ სადაც ფული კეთდება მხოლოდ ის საქმე გესმით."imageimageირაკლი ოქრუაშვილი40 წთ.სამეცადინო კონსპექტი ივანიშვილისთვის!!!გრიგოლიჩ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მეოთხე დღეა გარეჯში ჩვენებს აღარ უშვებენ.ისევ მე უნდა გასწავლო რა ქნა....იხილეთ მეტი

კომენტარები
ნახეთ კიდევ 11 კომენტარი
  • Michael Japaridze როდესაც წინა ხელისუფლება და დღევანდელიც ალიევს ჩაუწვა ლოგინში და გაზიფიკაცია( გაზი რომელიც საკუთარი არ არის ) ეროვნულ სახელმწიფო დოქტრინად აიყვანა, რითაც საქართველო გახადა ალიევის ფაქტობრივ ვასალად( ადრე გაზპრომზე თუ იყო დამოკიდებული ქვეყანა ეხლა ალიევ...იხილეთ მეტი
    დამალეთ ან გაასაჩივრეთ
  • Nona Jigania Zusta is mokceva iko rasac kvia kartveli kacis da mis simtkice. ..bat.irakli rogo chirdebit sakartvelos da kartveli xalxs.., vamakob tkven nair kartvelebit..
    დამალეთ ან გაასაჩივრეთ
  • Malkhaz Poladashvili ამათ ხელში დარჩება მარტო თბილისი.
    დამალეთ ან გაასაჩივრეთ
  • Michael Japaridze მოგწონთ არა გაზი, რომელიც საქართველოსი არ არის, მაშინ დათანხმდით გაზოს მომწოდებელ ქვეყნის პირობებზე.
    დამალეთ ან გაასაჩივრეთ
    ირაკლი ოქრუაშვილიირაკლი ოქრუაშვილი- მ(ა) უპასუხა
    1 პასუხი ახლახანს.image

0
232
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0