x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
წონაში კლება შიმშილის გარეშე და მინუს 55 კილოგრამი, შედეგი გაგაოცებთ
მარის რეჟიმი

დღევანდელ ჩვენს ინტერვიუში იტალიელ ემიგრანტს ლელა ლეთოდიანს გაგაცნობთ, რომელმაც სწორი კვებით 55 კილოგრამი დაიკლო და უამრავი ადამიანისთვის სტიმული გახდა. მთავრობას ურჩევს, რომ ხალხზე ზრუნვაში ევროპას მიბაძონ


რამდენი კილო იყავით?


- ბავშვობიდან მსუქანი ვიყავი და ყოველთვის ზედმეტ წონას ვებრძოდი ..არ არსებობს დიეტა რომელიც ჩემს თავზე არ გამომიცდია. მახსოვს ბავშობიდან დიეტაზე ვიყავი და რასაც ვიკლებდი შემდეგ ორმაგად ვიმატებდი, მეგობრებთან ერთად. ასე ავედი 120 კილოგრამზე. უეცრად აღმოვაჩინე დიეტის სახეობა მარის რეჟიმი კვება შიმშილის გარეშე. ქალბატონი მარი დიეტოლოგია, რომელიც ისრაელში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას სოციალურ ქსელში მხოლოდ ქალბატონებისტვის აქვს ჯგუფები გახსნილი "მარის რეჟიმი შიმშილის გარეშე" და მარაფონი. ეს არის დახურული ჯგუფები პირადი დიეტოლოგის მარის მეთვალყურეობით. არის სიმკაცრე. მე გავესაუბრე ქალბატონ მარის და მან ამიყვანა მარაფონზე 120 კგ წონით



რატომ გადაწყვიტეთ წონაში დაგეკლოთ?


- შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემა.მაღალი წნევები, არითმია, სახსრების ტკივილი, ქოშინი, დაღლილობა, უძილობა და ბევრი სხვა რამ. გადავწყვიტე ჯანმრთელობის გამო შემეცვალა ჩემი ცხოვრება ჯანმრთელი ცხოვრების წესით და დავიწყე ქალბატონ მარის რეჟიმული წესებით ცხოვრება.

მარის რეჟიმი

რას გრძნობთ ახლა როდესაც -55 კგ დაიკელით?


- წლის მარაფონის შედეგად დავიკელი 55 კილოგრამი. მადლობა ცოტააა ამ უკეთილშობილესი ადამიანის მიმართ. მგონია თავიდან დავიბადე. ჯანმრთელობის პრობლემები წარსულს ჩაბარდა. 3xl დან გადავედი m ზომაზე. იმდენად მივეჩვიე მარის რეჟიმულ კვებას ანუ სწორ კვებას რომ არასდროს გავიმეორებ წარსულში დაშვებულ შეცდომას. ვისწავლე სწორად კვება. წონის შენარშუნებაზე ვმუშაობ და ამჟამად 65 კილოგრამის ვიწონი.


რაშია თქვენი დიეტის საიდუმლო?


- ეს დიეტა არაა, ესაა არის სწორი კვება. ყველაფერს მიირთმევთ. ტკბილეულს მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში და განსაზღვრულ დროს. არის პატარ- პატარა აკრძალვები და ვემორჩილებით მარის რეჟიმულ წესებს, რათა ჯანმრთელები და ულამაზეს ფორმაში ვიყოთ.


წონაში კლების თქვენი შედეგი სხვებისთვის სტიმული იყო?


- დიახ ბევრი დამწყები გოგოსთვის ვიყავი სტიმული ისევე როგორც ქალბატონი მადონა ბოჭორიშვილი იყო ჩემთვის დიდი სტიმული. ვამხნევებთ ფსიქოლოგიურად და ვეხმარებით გოგოები ერთმანეთს, ვუზიარებთ გამოცდილებას.


დიეტოლოგ „მარის რეჟიმი“ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა?


- დიახ, ჩემი კვება მარის რეჟიმული კვება არის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. პირიქით ყველა პრობლემა მომიწესრიგა მისმა რეჟიმულმა კვებამ. უღრმესი მადლობა ქალბატონო მარი რომ არსებობთ ჩვენს ცხოვრებაში და თქვენი ცოდნით და დაუღალავი შრომით გვილამაზებთ ჩვენს ცხოვრებას. ათიათასობით გოგომ დაიკლო წონაში და გამოჯანმრთელდა მარის რეჟიმული კვებით.

მარის რეჟიმი

რამდენი წელია ემიგრაციაში იმყოფებით და რატომ გადაწყვიტეთ ქვეყნის დატოვება?


- ემიგრაციაში ორი წელი და სამი თვე ვიმყოფები. ფინანსური პრობლემების გამო ისევე როგორც ათიათასობით ქალბატონმა მეც გადავწყვიტე ემიგრანტი გავმხდარიყავი. მძიმე ეკონომიკური მდგომარება, ბანკის სესხი გახდა მიზეზი, რომ ეს რთული ნაბიჯი გადამედგა.


რამდენად გაგიჭირდათ ოჯახთან განშორება?


- ეგ ყველაზე მტკივნეულია. ოჯახზე ფიქრი.ნატვრა იმ დღისა თუ როდის ჩაიკრავ გულში უსაყვარლესი ოჯახის წევრებს, მონატრებულ ქმარ-შვილს.ბევრი ღამე ჩემს ოთახში ჩუმად მიტირია გათენებამდის .ბევრჯერ ბალიში დამისველებია ცხარე ცრემლით ოჯახიდან შორს ყოფნა ძალიან რთულია.


რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ? ადვილად მიგიღოთ ქვეყანამ? რა პრობლემა შეგექმნათ ჩასვლისას?

- ვიმყოფები იტალიაში, ძალიან მიყვარს იტალიელები კარგი და ცუდი ყველა ეროვნებაშია.. მიმიღეს საკუთარი შვილივით, მე მხოლოდ მათი მადლიერი ვარ. ბევრი რამ რაც იტალიაში ცხოვრებისას ვისწავლე აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს საქართველოში, მას შემდეგ როცა დავბრუნდები.


ამჟამად რას საქმიანობთ და რამდენად დამღლელია თქვენი სამსახური?


- ოჯახში ვმუშაობ და მოხუც ბებიას ვუვლი. ვიღლები მაგრამ ანაზღაურებადი სამუშაოა. ტყუილად აქ არავინ გამუშავებს.


როგორ შეაფასებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს? რამდენად მოგწონთ დღევანდელი მთავრობის განხორცილებული ცვლილებები?


- გული მტკივა დღევანდელი საქართველოს მდგომარეობით. ვთხოვდი მთავრობის წევრებს მეტი გონივრული კანონპროექტები მიიღეთ. ქართველ ხალხზე იზრუნეთ. მაგალითი ევროპიდან აიღეთ, როგორ უვლიან და უფრთხილდებიან თავიანთ ხალხს.. გული მტკივა, რომ ამდენი მშიერი ბავშვი და მოხუცი დადის საქართველოში.


დიეტოლოგი რომელიც უამრავ პაციენტს დაეხმარა ისრაელში მცხოვრები მარიანა იოსებაშვილია რომელიც იქიდან თავისი შექმნილი ჯგუფებით აკვალიანებს და ეხმარება პაციენტებს

მარიანა იოსებაშვილი


ავტორი: გურამი არუთინაშვილი



0
3720
5-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
3720
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0