x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მარსზე პირველად დააფიქსირეს მიწისძვრა

image


სეისმური ექსპერიმენტის შინაგანი სტრუქტურის სეისმომეტრმა (SEIS) მარსზე პირველად დააფიქსირა მიწისძვრა. ამის შესახებ საფრანგეთის კოსმოსური სააგენტო CNES- ი წერს.

SEIS-ი დაეშვა მარსის ზედაპირზე 2018 წლის დეკემბერში და სეისმოლოგიური აქტივობა პირველად 6 აპრილს ჩაწერა. ინციდენტს ეწოდა "Sol 128", რადგან, ეს მოხდა სესმური მოწყობილობის მისიის 128-ე დღეს.

საფრანგეთის სივრცის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ეს მოხდა პირველად დაკვირვების ისტორიაში.image


SEIS ინსტრუმენტები ცვლიან მარსის ზედაპირის ვიბრაციებს, რომლებიც გამოწვეულია ამინდის მიერ, მაგრამ მათ ასევე შეუძლია დააფიქსიროს პლანეტის შიდა აქტივობა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ პლანეტის ფორმირების ისტორიის შესწავლას.

ბრიუს ბანერდამ ნასადან განცხადა, რომ - "მიწისძვრის აღმოჩენა ახალი დისციპლინის დაბადება იქნება მარსის სეისმოლოგიაში."

ზონდი მარსის ზედაპირზე 2018 წლის ნოემბრის ბოლოს დაეშვა, რის შემდეგაც მოხდა SEIS-ის ხელსაწყოების დაყენება წითელ პლანეტაზე. იმავე წლის დეკემბერში მეცნიერებმა პირველად ჩაიწერეს ქარის ხმა მარსზე.

0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0