x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ფრილანსერი ანუ თავისუფლად მომუშავე, როგორ დავსაქმდეთ სახლიდან გაუსვლელად?

image
რა არის ფრილანსი? ეს არის დისტანციური დასაქმების სერვისი. დამკვეთი უკვეთავს სასურველ სამუშაოს ინტერნეტის მეშვეობით ხოლო ფრილანსერი გარკვეული თანხის სანაცვლოდ პასუხისმგებლობას იღებს შეკვეთილი სამუშაოს შესრულებაზე . ( ინგ სიტყვა freelance - თავისუფლად მომუშავე) იგი დასაქმებულია კონტრაქტის გარეშე და შეკვეთილ სამუშაოს დამოუკიდებლად ასრულებს დამკვეთისთვის. პირობებზე შეთანხმება ხდება ინდივიდუალურად დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. ყველაფერი დისტანციურ რეჟიმში სრულდება რაც ორივე მხარესთვის საკმაოდ კომფორტულია და საშუალებას იძლევა რომ ფრილანსერობა სხვა სამსახურსაც შევუთავსოთ დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით. არსებობს სხვადასხვა სფეროები რაც დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარულია, ესენია: თარგმნა, ბეჭდვა, ვებ დიზაინი, ადმინისტრირება, გაყიდვები, სოციალური ქსელების მენეჯმენტი, ვიდეო და აუდიო მონტაჟი, ონლაინ კურსები, ვირტუალური ასისტირება, ბაზების შექმნა ინტერნეტ პროგრამების საშუალებით, და სხვ. ჩამონათვალი უსასრულოა, მთავარია კონკურენტუნარიანი იყოთ რომელიმე ზემოთაღნიშნულ სფეროში და თავისუფლად შეძლებთ რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოთ, სხვადასხვა ფრილანსერების საიტების მოძიებითა და შემდეგ დარეგისტრირებით.

ნუ შეგაშინებთ ის რომ შესაძლოა დამწყები იყოთ, გამოცდილებასთან ერთად თქვენი შემოსავალი აუცილებლად გაიზრდება.

0
539
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ცხვედიანი
მარიამ ცხვედიანი
539
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0