x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის შესახებ

image
ობსესიურ - კომპულსიური აშლილობა (ოკა), იგივე აკვიატებული ნევროზი საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ამ პრობლემაზე იშვიათად თუ საუბრობენ ადამიანები ხმამაღლა. მისი სიმპტომებია: იდეები და ხატები რომლებიც ნაძალადევად იჭრებიან გონებაში და მოსვენებას უკარგავენ პიროვნებას, ანუ არასასურველი ფიქრები რომლებისგანაც თავის დაღწევა ვერ ხერხდება და რის გამოც პიროვნება საკუთარი შინაგანი მდგომარეობის კომფლიქტშია და მუდმივად შფოთავს. ობსესიებს ხშირად თან ახლავს კომპულსიები, კერძოდ არალოგიკური ქმედებების განხორციელება ცუდი ამბის თავიდან ასაცილებლად( მაგ: სამჯერ თუ დავაკაკუნებ კედელზე დღეს კარგი დღე მექნება, ან მაინცდამაინც ოთხჯერ თუ ჩავიხედები სარკეში ცუდი არაფერი მოხდება, ანუ ლოგიკას მოკლებული რწმენები), ასევე ახასიათებს განუწყვეტელი თვლა გონებაში, რიცხვებისამდი გამორჩეული დამოკიდებულება. პიროვნებას იმდენად გათავისებული აქვს ეს პროცესი, უკვე ვეღარ აცნობიერებს რომ ნებისმიერ მდგომარეობაში ითვლის, ეს მისთვის ბუნებრივი პროცესია. ასევე ახასიათებს პერფექციონიზმი, ხელების ხშირი ბანვა, წესრიგის სიყვარული, შესაძლოა ამ დაავადების მქონე ადამიანის ოთახში ნებისმიერი ნივთის გადაადგილების შემთხვევაშიც კი ძალიან აღელდეს და შინაგანი დისკომფორტი იგრძნოს, რადგან ძირითადად ყველაფერს თავ-თავისი ადგილი აქვს მიჩენილი და პრიმიტიულ ცვლილებებსაც რთულად ეგუება. საოცარი შფოთვა და დანაშაულის განცდა სხვადასხვა მარტივი მიზეზების გამო (მაგ:დაგვიანება) მისი ცხოვრების თანმდევია. არ უნდა შეგვეშალოს ობსესიური ფსიქოტიპი ობსესიურ - კომპულსიური აშლილობისგან. აშლილობა უკვე მკაცრად იჭრება თქვენს ცხოვრებაში და საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას გართმევთ ყოველდღიურად, ამიტომ მისი მკურნალობა და სპეციალისტის დროულად ჩარევა აუცილებელია. გახსოვდეთ რომ გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი საკუთარ პრობლემაზე ხმამაღლა საუბარია.

დღესდღეობით შფოთვითი აშლილობები გავრცელებული დარღვევების მოწინავე რიგებს იკავებს დეპრესიასთან ერთად. მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს- დაწყებული გარემოსგან მიღებული სტრესით გაგრძელებული საკვები ნივთიერებების ნაკლებობით ორგანიზმში რაც ცალსახად იწვევს სხვადასხვა სახის უარყოფით ცვლილებებს ტვინის ნეირონებში. შფოთვითი აშლილობის ნიშნებია: გულისცემის აჩქარება უმიზეზოდ, ხელების კანკალი, მუდმივი შიში და ფორიაქი რომელიც თითქოს უმიზეზოა, ზემოთაღნიშნული აკვიატება და ა.შ.

დააკვირდით თქვენს სხეულს ის ყოველთვის სიმართლეს ამბობს, რა დროს გიტევთ შფოთვა და რა სიტუაციაში ხართ მშვიდი, შეაფასეთ.ნუ დაკარგავთ ენერგიას უმიზეზო ნერვიულობასა და შფოთვაში.

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ცხვედიანი
მარიამ ცხვედიანი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0