x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„მარველის“ სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი
image


3 მაისიდან „მარველის“ სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია უკვე საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი. პირველი გმირი, რომლითაც „მარველის“ მოყვარულები საკუთარი კოლექციის შევსებას დაიწყებენ, ადამიანი-ობობაა.


„მარველ ინთერთეინმენტი“ „უოლტ დისნეის“ შვილობილი კომპანიაა. სწორედ მისი შექმნილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პერსონაჟი სუპერგმირები. 75 წლის განმავლობაში მარველის პერსონაჟებზე შეიქმნა უამრავი ფილმი, სერიალი, კომპიუტერული თამაში, წიგნი თუ კომიქსი.


უკვე ერთი წელია, რაც გამომცემლობა „პალიტრა L” საქართველოში „მარველის“ პირველი ოფიციალური წარმომადგენელია და პროექტს ქართულ ენაზე ამზადებს.



„მარველის სუპერგმირებს მთელს მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ამ გმირებს აქვთ ის, რაც უამრავ ადამიანში განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, აღფრთოვანებასა და სიყვარულს იწვევს. ჩვენი მიზანია, საყვარელი სუპერგმირები ხელმისაწვდომი გავხადოთ ქართველი ფანებისათვის და მათ მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზოთ.“ - ამბობს გამომცემლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, მარიამ აბდუშელიშვილი.


ახალი პროექტი „მარველის“ ოფიციალური 12 სუპერგმირის საკოლექციო ფიგურის ისტორიასთან ერთად გამოცემას გულისხმობს. წიგნი-ჟურნალი მოიცავს საინტერესო ფაქტებსა და ძირითად ისტორიებსთითოეულისუპერგმირის შესახებ, ესენია: ადამიანი-ობობა; რკინის კაცი; თორი; კაპიტანი ამერიკა; დედპული; შავი პანტერა და სხვა.


საკოლექციო ფიგურა ისტორიასთან ერთად გამოვა2 კვირაში ერთხელ. შესაძლებელია სუპერგმირების გამოწერაც.


დამატებითი ინფორმაციისთვისა და გამოწერისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://marvelgeorgia.ge/


0
11
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0