x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134379
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
6 ფაქტი სამეფო კარის თამაშებზე და მოსალოდნელი მოვლენები სერიალში
ფენტეზი, რომელმაც შეცვალა შეხედულება სერიალებზე მთელ მსოფლიოში დასასრულს უახლოვდება. ჩვენ სტატიიდან გავიგებთ: ყავს თუ არა სერიალს მთავარი მოქმედი გმირები, ვის სიკვდილის გამოც მაყურებელი განაწყენდება, არის თუ არა 5 მთავარი პერსონაჟი, რომელიც ხელუხლებელია სერიალში და ცოცხალია თუ არა ნედ სტარკი.

image


პირველ რიგში ვისაუბროთ გავრცელებული მითების შესახებ სერიალთან დაკავშირებით, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება:

№ 1: ტარგარიანებს არ ეშინიათ ცეცხლის

ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პირველ სეზოში დეინერისმა ცეცხლში გაიარა, მეორე სეზონშიც იგივე გააკეთა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო უბრალოდ სასწაული და არა ტარგარიანების მოდგმის უპირატესობა. მაშინ როცა დაიბადა დეინერისის ძმა, რეიგარ ტარგარიანი, საზაფხულო ციხე-სიმაგრე ცეცხლში იყო გახვეული, ხოლო ტარგარიანების ნაწილი სწორედ იმ ცეცხლში განადგურდა.


№ 2:სანსა ფეხმძიმედააimageბასტარდ ბოლტონთან საქორწილო ღამის შემდეგ, სერიალის თაყვანისმცემლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ სანსა ფეხმძიმედ იყო. თუმცა, ქორწილის შემდეგ გავიდა დიდი დრო და სანსას მუცელი ფეხმძიმობაზე არ მეტყველებს.


№ 3:არია სტარკი მკვდარიაimage

ყველას ეგონა, რომ არია სტარკი გარდაცვლილია და მის ადგილს იაკენი იკავებს, თუმცა არიას აქვს მოგონებები. მის ადგილას, რომ სხვა იყოს, მას მსხვერპლის მოგონებები ვერ ექნებოდა, ასე, რომ არია სტარკი ნამდვილად ცოცხალია.


№ 4: ნედ სტარკი ცოცხალიაimageგავიდა უამრავი წელი ნედ სტარკის სიკვდილიდან, თაყვანისმცემლები კი ისევ ელოდება მის დაბრუნებას. თუმცა ის, რომ ცოცხალი ყოფილიყო ნამდვილად გამოჩნდებოდა.


№ 5:თეთრი მოსიარულეები-გაცოცხლებული მკვდრები არიან

image

თეთრი მოსიარულეების არმია ზომბირებული -მოსიარულე მკვდრები არიან, მაგრამ თავად თეთრი მოსიარულეები არა გაცოცხლებული მკვდრები, არამედ ძველი ერის წარმომადგენლები არიან. ისინი ფლობენ მაგიურ ძალებს. აცოცხლებენ მკვდრებს და მათ მონებად ხდიან.


№ 6:ამ 5 პერსონაჟს იმუნიტეტი აქვსimage

სერიალში არის 5 პერსონაჟი, რომელიც არ მოკვდება-ჯორჯ მარტინის სიის მიხედვით, თუმცა საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ სერიალი დიდად განსხვავდება წიგნისგან. ამიტომ ვარაუდი, რომ ისინი არ მოკვდება საეჭვოა.


ბონუსი: როგორ მოკვდება ტირიონი?image

ყურადღებიანმა მაყურებელმა რამდენიმე ფაქტი შენიშნა:


  • ნედ სტარკი თავს კვეთს ღამის გუშაგს -თავადაც მსგავსად კვდება.
  • ოლენა წამლავს ჯოფრის-თავადაც საწამლავით კვდება.
  • როუს ბოლტონი ხმალს გულში უტყამს რობ სტარკს-თავად მას ასევე ხმლით გულს უგმირავენ
  • ოლდერ ფრეი ბრძანებს, რომ კეტლინს ყელი გამოჭრან-თავად მას ყელს ჭრიან
  • იგრიტი ოლის მშობლებს კლავს ისრებით-თავად იგრიტი ისრისგან კვდება
  • ლიზა არენი ადამიანებს ხრამში ყრიდა-თავად პეტირ ბეილიშის მიერ იქნა იქ ჩაგდებული
  • ტირიონი კლავს ტაივანს არბალეტით. სერსეი ბრონს არბალეტს აძლევს.....

თქვენი აზრით რა მოხდება ამის შემდეგ? ვინ ავა რკინის ტახტზე?







4
76
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
76
  
2019, 24 აპრილი, 23:39
ფანტასტიკა, ცანცარობა-კომედია და აი ძალიან ბანალური რომანტიკა, ჩემი ჯანრი არაა. დეტექტივი, დრამა და მსუბუქად ფენტეზი, ჩამთრევი ფილმები მომწონს, მთელი ფილმის დროს რომ არ მოიწყენ და დასასრულის პროგნოზიც რომ რთული და მოულოდნელი იქნება :) ჰოდა, ვეძებ ასეთ ფილმებს და იქნებ მირჩიოთ ვინმემ :)
2019, 24 აპრილი, 22:23
და მეც
2019, 24 აპრილი, 21:57
:)))) მეც მასე ვიყავი და ვუყურე ცოტახნის წინ, ისეთიც არაა რომ გადაირივნენ ყველა
2019, 24 აპრილი, 21:48
მემგონი ერთადერთი ვარ, ვინც ამ სერიალს არ უყურებს და გონზე არ არის, რა ხდება?! :)
0 1 4