x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"რუსთავი 2 " - მა გადმოსცა, რა ხდება ვინმემ გამაგებინეთ, ვერ დავიჯერებ"- ნინო ჯღარკავა
image


ჟურნალისტი, „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში მსახიობ და ბიზსნესმენ ლევან ჯიბღაშვილის დაკავებას ეხმაურება.


როგორც ჯღარკავა წერს, ამ ამბავს ვერასდროს დაიჯერებს, რომ ჯიბღაშვილი ნარკოტიკების გამო დააკავეს.


"მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი დააკავესოო, მანქანაში ნარკოტიკებითოოოო?რუსთავი 2მა გადმოსცა, რა ხდება ვინმემ გამაგებინეთ ვერ დავიჯერებ ლევანისგან ამას, უკარგესი ბიჭია!"- წერს ჯღარკავა.



ცნობისთვის, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს.


ჯიბღაშვილი სამართალდამცველებმა თბილისში წუხელ აიყვანეს.


როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.


დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატის განცხადებით, საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გააკეთდება, მას შემდეგ რაც ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი.


0
814
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
814
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0