x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კოსმოსური გონი- ავტორი ელბერდი ჩაფიჩაძე
ღვთიური ნაწილაკინამდვილად განსაცვიფრებელია, ამომავალ მზის სხივებზე, მართლაც წალკოტად წარმოდგენილი, ქვეყნიერების ერთ-ერთი მარგალიტი, წარმტაცი, შეუდარებელი, თავისებური ბუნებრივი მუზეუმი - დედამიწა. დაინტერესებული ადამიანი თუ ჩაუფიქრდება დარწმუნდება, რომ იგი ამოუცნობი " გონებითაა " შექმნილი.

ღვთიური ნაწილაკიარსებობს ქვეყანა - სამყარო - კოსმოსი. მაშასადამე არსებობს მისი პირველი შემქმნელი : ყოვლის შემძლე და ყოვლის მცოდნე. ბუნების შესწავლის საფუძველზე სწავლულები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კოსმოსი არის მარადიული, რომ სამყარო ერთიანი ყოვლისაგან გონებით არის შექმნილი. " გონება " არის სამყაროს მომწყობი და მამოძრავებელი. მოძრაობა არ არსებობს უმატერიოდ. ისინი ურთიერთ განუყრელნი არიან. სამყარო მოძრავია, რომელსაც მატერია მართავს.

შავი ხვრელიგავიხსენოთ ენერგიის მოძრაობის გარდაქმნის კანონი. მოძრაობა მატერიის არსებობის წესია, მატერიის არსებობას მოძრაობა წარმოადგენს. ენერგია მატერიის თვისებაა. აი ეს ენერგია გამოხატავს " გონებას ", რომელიც ყველა ცოცხალ არსებაშია, იგი არის პირველი, ბიძგს რომ აძლევს მატერიას ფიზიკური ამოქმედებისათვის. ადამიანსაც ჯერ ხომ პირველად ფიქრი მოუვა რა უნდა გააკეთოს, შემდეგ ამოქმედდება. აი ეს " გონება " არის უდიდესი ძალა მატერიისთვის და ადამიანისთვისაც. ის ამოძრავებს მზეს, მთვარეს, დედამიწას, კოსმოსს, სამყაროს მთელი სიზუსტით. ეს ძალა არის უხილავი და შეუცნობადი. აი ამ უხილავი უდიდესი ძალის განუსაზღვრელსა და უზენაესს ჰქვია " ღმერთი", რომელმაც შექმნა სამყარო.

ნაწილაკები ამის უტყუარი დასაბუთებაა 2012 წლის ივლისში შვეიცარიაში ჩატარებული მიწისქვეშა ლაბორატორიული მეცნიერული ექსპერიმენტი, რომელმაც ცერნის კოლაიდერში მატერიის ფუნდამენტური ნაწილაკების განუსაზღვრელი ძალით დაჯახებით აღმოაჩინა (სამყაროს მაცოცხლებელი) "ღვთიური" ნაწილაკი.ექსპერიმენტმა დაადასტურა გაეგოთ რისგან ან როგორ წარმოიშვა სამყარო, ყოველივე ის, რაც არის ჩვენ ირგვლივ ან მის მიღმა, რისი კანონზომიერი ნაწილი ჩვენცა ვართ, ადამიანები და ყველა ცოცხალი არსებები.


პლანეტებიგენეტიკური აღმოჩენებით დადგინდა, რომ კოსმოსიდან შემოსული ვირუსები განსაზღვრავს გენეტიკური მასალის ანუ სიცოცხლის შექმნას.ჩვენს პლანეტაზე შემოჭრილი მეტეორი თუ ბოლომდე არ დაიწვა, შესაძლოა განიცადოს მუტაცია და მისგან გენეტიკური კოდი გავრცელდეს, მაგრამ არსებობს ალბათობა იგი ნიადაგში მოხვდეს და სათანადო პირობებს დაელოდოს. გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას სიტყვები"მიწამ გვშობა და მიწამ უნდა გვიპატრონოს"ო. "ღმერთსა" და ადამიანს შორის არის ერთად ერთი კავშირი - "რწმენა". რომელსაც შენაწირები და შუამავალი არ სჭირდება.

სტატიის ავტორი: ელბერდი ჩაფიჩაძე


0
346
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0