x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ელექტრომობილების მფლობელებმა სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია გამართეს
image
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცოტა ხნის წინ დააკმაყოფილა ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნა, რის შედეგადაც საკრებულოს გადაწყვეტილებით ბათუმის ბულვარში 1 მაისიდან აიკრძალება მოტოციკლების, კვადროციკლების და ელექტრომობილების გამოყენება.რის გამოც თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან 100მდე ელექტრო მობილის მეპატრონემ ბათუმის ბულვარში ავტომობილების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით აქცია გამართა.აქციის მონაწილეები ელექტრომობილების გამოყენებასთან დაკავშირებით რეგულაციების დაწესებას ითხოვენ.მათი თქმით რეგულაციების შემდგომ, ავტომობილების აკრძალვა აღარ გახდება საჭირო..აქციის მონაწილეები ითხოვენ სკანირებულ ლოგოებს, რომელირომელიც იქნება აყვანილი კონტროლზე, შესაბამისადბულვარის ტერიტორიაზე სხვა უცხო მოპედს არ ექნება შემოსვლის საშუალება, ასევე შეიძღუდება ელექტრომობილების რაოდენობა და გაკონტროლდება სიჩქარე.მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი კვლავ გამოვლენ კანცელარიასთან სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებენ.როგორც ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში აცხადებს, ასეთი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა მაღალსიჩქარიანი ელექტრო მოწყობილობების მიერ დაშავებულთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ.

0
61
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0