x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"მთავარია ბედნიერი იყო. არ აქვს მნიშვნელობა რა დასკვნას გამოიტანს ფსიქიატრი."- 22 აპრილს დაიბადა ჯეკ ნიკოლსონი

1937 წლის 22 აპრილს დაიბადა ჯეკ ნიკოლსონი.

ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ფილმი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ნანახი არ ჰქონდეს და ფილმთან ერთად არ უყვარდეს მისი მთავარი გმირის როლის შემსრულებელი

image

12-ჯერ „ოსკარის“ პრემიის ნომინანტი და სამი „ოსკარის“ ლაურეატი, 7-გზის „ოქროს გლობუსის“ მფლობელი, საოცარი ჯეკ ნიკოლსონი!...


მსახიობის პირველი კინოსინჯები ჩატარდა 1956 წელს.... თუმცა არც დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. სინჯებზე საშინელი
აქცეტი დაუწუნეს.

1958 წელს ჯეკმა ითამაშა თავისი სადებიუტო, მკვლელის როლი „მტირალა-მკვლელში“, ამ როლს მოყვა მისი მაზოხისტის როლი „ფილმში „საშინელებათა მაღაზია“ და „უჟასების“ სერია დაასრულა ფილმმა „ნათება“, სტივენ კინგის მიხედვით, რომელშიც ნიკოლსონმა გამოიგონა საკუთარი ღიმილი, თანაც იმდენად შემაზრზენი, რომ თავად სტივენ კინგმაც კი მოიწონა და გამოტყდა, რომ ცოტა შეეშინდა კიდევაც...

ასე დაიწყო ჯეკ ნიკოლსონის ბრწყინვალე კარიერა...

მას დიდი წარმატება მოუტანა პიტერ ფონდას ფილმმა „იოლი მგზავრი“ - 1969 წ

"ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა "- კი ნამდვილი შედევრი აღმოჩნდა.

ჯეკს საშინელ მექალთანეს ეძახიან... თავად კი თვლის, რომ უბრალოდ რომანტიკოსია. მას ყავდა ოფიციალურად 1 მეუღლე.

მსახიობი 16 წელი უბედნიერესად გრძნობდა თავს ქალთან, რომელიც ასრულებდა ჯადოქარის როლს ფილმში " ადამსების ოჯახი". ეს ქალი ანჟელიკა ჰიუსტონი იყო. მე-17 წელს მას ჯეკმა უაზროდ უღალატა, რასაც ნამდვილი ქალები და მითუმეტეს, ჯადოქრები არ პატიობენ.

imageფოტოზე : ანჟელიკა ჰიუსტონი და ჯეკ ნიკოლსონი

ნიკოლსონის საყვარელი და აუცილებელი ატრიბუტებია ქუდი და მუქი სათვალე.

image

ქუდი მას ბავშვობიდან უყვარს, რადგან მისი საყვარელი მსახიობები დღემდე არიან მარლონ ბრანდო, რომელთანაც მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა და ფრენკ სინატრა, რომელმაც ნიკოლსონს ქუდებისადმი სიყვარული ჩაუნერგა…

რაც შეეხება სათვალეს, როგორც თავად ამბობს:

"ჩემი სათვალეებით ვარ - ჯეკ ნიკოლსონი, სათვალეების გარეშე მსუქანი და სამოცის ".

ახლა, ციფრი 60, უკვე 82-ით შეიცვალა...

თუმცა ასაკი ეს მხოლოდ ციფრებია, თუ კი ჯეკ ნიკოლსონად დაიბადები.

...

"მთავარია ბედნიერი იყო. არ აქვს მნიშვნელობა რა დასკვნას გამოიტანს ფსიქიატრი."- ჯეკ ნიკოლსონი

0
179
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0