x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
8 რამ, რაც დაგემართებათ თუ მეორე ნახევარს დაშორდებით

ცხოვრებაში შეიძლება დადგეს ისეთი ეტაპი, როცა შესაძლოა მოგიწიოთ მეორე ნახევართან გამომშვიდობება, რაც, დამეთანხმებით, ადვილი სულაც არ არის, რადგან ცოლქმრული კავშირი უძლიერესია...

მაგრამ, ხანდახან თქვენი გზები ორად იყოფა. როგორც არ უნდა ვთქვათ, დაშორების პროცესი დამანგრეველი და საკმაოდ მტკივნეულია. აქ ჩამოთვლილია მდგომარეობები, რასაც აუცილებლად განიცდით თუ დაშორებას მოინდომებთ.


1.თქვენ გახდებით სხვა ადამიანი

დარწმუნებული იყავით, რომ ეს ცვლილება აუცილებლად მოხდება. არასოდეს დარჩებით ის პიროვნება, როგორიც იყავით ურთიერთობისას. ცვლილება შესაძლოა იყოს მცირე ან გრანდიოზული, მაგრამ ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ეს მოხდება.


2.აუცილებლად იგრძნობთ დიდ ტკივილს

დაშორება თქვენ მეორე ნახევართან აუცილებლად გამოიწვევს ტკივილს თქვენში. თავს იგრძნობთ დეპრესიულად, სუსტად; შეგრძნება გექნებათ, თითქოს მეორე ნახევარი, საკუთარი ნაწილი დაკარგეთ. ამ სახის ტკივილი ნორმალურია, რადგან თქვენ დაშორდით ისეთ ადამიანს, რომელმაც თქვენი "სული" იცოდა. რა თქმა უნდა, საწყის მდგომარეობას დაუბრუნდებით, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ.

3.თქვენი აზრი სიყვარულის შესახებ შეიცვლება

თქვენ დაიწყებთ სიყვარულზე ფიქრს განსხვავებულად. გააცნობიერებთ რომ ასეთი სიყვარულის ხელმეორედ განცდას ვეღარ შეძლებთ და ამ ფაქტს შეეგუებით. დააფასებთ ყველა სახის სიყვარულს.

4.რაღაც პერიოდის მანძილზე გექნებათ შეგრძნება, თითქოს ძლივს ცხოვრობთ

შესაძლოა თქვენი ცხოვრება რაღაც პერიოდი ჯოჯოხეთსაც დაემსგავსოს. თავს იგრძნობთ "თამაშგარედ" საკუთარი ცხოვრებიდან.იქნებით როგორც მოჩვენება ხალხში, რადგან არ მოგინდებათ მათი გამკლავება, როდესაც თქვენი ცხოვრება უბრალოდ ინგრევა. მაგრამ, არ ინერვიულოთ, ყველაფერი საბოლოოდ ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.

5.გახდებით უცხო

როდესაც თქვენ მეორე ნახევარს დაშორდებით, შეუძლებელია, მეგობრებად დარჩეთ, რადგან თქვენი ურთიერთობა იყო "ყველაფერი ან არაფერი".თქვენ ვერ შეზღუდავთ გრძნობას მეგობრობამდე.

6.აუცილებლად იფიქრებთ მასზე, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს

ეს ნორმალურია, რადგან იმ ემოციას და ვნებას, რაც ურთიერთობისას გაკავშირებდათ, უბრალოდ ვერ წაშლით. ის პერიოდულად გამოჩნდება და თავს შეგახსენებთ. უბრალოდ იგრძენით და გაუშვით, როდესაც ის გამოჩნდება.

7.თქვენ გააგრძელებთ ცხოვრებას იმიტომ, რომ სხვა გზა უბრალოდ არ გექნებათ

დროთა განმავლობაში გაძლიერდებით და გააგრძელებთ ცხოვრებას. გახდებით უფრო ბრძენი და შეხედავთ გარკვეულ საკითხებს სხვანაირად.

8.კიდევ იპოვით სიყვარულს, მაგრამ ისეთი ვერ იქნება

რა თქმა უნდა, იპოვით ისეთ ადამიანს, ვისთანაც კიდევ ერთხელ შეძლებთ სიყვარულს, მაგრამ ეს განსხვავებული იქნება. შეიძლება ეს არ იყოს ნამდვილი სიყვარული, მაგრამ აუცილებლად უნდა გაამყაროთ და განაგრძოთ ცხოვრება.image

0
324
1-ს მოსწონს
ავტორი:Gიოგიო1011
Gიოგიო1011
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0