x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კაიაკენტის კულტურა
კაიაკენტის კულტურა


კავკასიის ტერიტორიაზე ჩვენთვის ცნობილი პირველი კულტურა იყო შულავერის კულტურა (ძვ.წ. 6300 - 4350 წწ.), ის შეცვალა ლეილა-თეფეს კულტურამ (ძვ.წ. 4350 - 4000), ხოლო ლეილა-თეფეს კულტურა შეცვალა მტკვარ-არაქსის კულტურამ (ძვ.წ. 4000 - 2200 წწ.). შემდგომ ჩრდილოეთში ჩამოყალიბდა მაიკოპის კულტურა (3700 - 3000 წწ.), რომელიც სწორედ ლეილა-თეფეს ხალხმა ჩამოაყალიბა. მაიკოპის კულტურის შემდგომ ფორმირდა თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. 2200 - 1500 წწ.) და შემდეგ ჩამოყალიბდა განჯა-ყარაბაღის კულტურა (ძვ.წ. 1300 - 600 წწ.).


კაიაკენტის კულტურა


ამ დროს დღევანდელი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე საინტერესო კულტურული პროცესი მიმდინარეობდა, იქ ცხოვრობდა იბერო-კავკასიელი ხალხი, მაგრამ ჯერ დადგენილი არაა ისინი იყვნენ ვაინახების პირდაპირი წინაპრები, პროტოქართველები თუ სხვა უძველესი კავკასიური ხალხი, მაგრამ დადგენილია, რომ ამ ტერიტორიაზე ჩვენთვის ცნობილი პირველი დასახლებები გაჩნდა ჯერ კიდევ ძვ.წ. 8000 წლიდან. პირველი კულტურა კი ამ ტერიტორიაზე იყო სწორედ პროტო-ქართული მტკვარ-არაქსის კულტურა, შემდგომ ის შეცვალა ეგრედ წოდებულმა კაიაკენტის კულტურამ, შემდეგ ხარაჩოის კულტურამ და ბოლოს ყობანის კულტურამ (ძვ.წ. 1100 - 400 წწ.).



კაიაკენტის კულტურა


მტკვარ-არაქსის კულტურის გაგრძელება - კაიაკენტის კულტურა ჩამოყალიბდა ძვ.წ. 3000 წელს და დასრულდა დაახლოებით ძვ.წ. 1800 წელს. ეს იყო პერიოდი, როდესაც აქ მცხოვრებმა ხალხმა მაღალ დონეზე აიყვანა მეტალურგია, განსაკუთრებით სპილენძის დამუშავება და მაღალხარისხიანი იარაღის კეთება, როგორიც იყო მახვილი, ისრის პირები, დანები, ჯავშანი და ა.შ. ჩრდილოეთიდან ამ იბერო-კავკასიელ ხალხს ინდო-ევროპელთა ტომები ესაზღვრებოდნენ. სწორედ მათგან შეითვისეს ჯერ კიდევ ძვ.წ. 3000 წლიდან ცხენი, როგორც შინაური ცხოველი. კაიაკენტის კულტურის დასახლებები განცალკევებით კი არ ყოფილა ნანახი როგორც ნაქალაქარები, არამედ უფრო მეტად აღმოჩნდება ხოლმე დღევანდელი ჩეჩნური და ინგუშური დაბების და ქალაქების ქვედა არქეოლოგიურ ფენებში, რაც მიანიშნებს ამ ადგილებზე ადამიანის განგრძობად და უწყვეტ ცხოვრებაზე. ამ ხალხს ასევე მოშინაურებული ჰყავდა თხები და განვითარებული იყო მეცხვარეობა. თიხა და ქვა იყო გამოყენებული საცხოვრებელი სახლების და სხვა დანიშნულების შენობათა ასაგებად. მაღალ დონეზე იყო განვითარებული მიწათმოქმედება.






კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
249
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0