x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რას ნიშნავს სახელი ლაზარე და რატომ აღნიშნავს მართლმადიდებლური სამყარო ლაზარეს შაბათს

ლაზარეს შაბათი ბზობის წინა შაბათს აღინიშნება და წინ უსწრებს მაცხოვრის აღდგომას.

ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-12 თავში.

ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო.

სახარების მიხედვით უფალ იესო ქრისტეს ძალიან უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა. ერთხელ ლაზარე ავად გახდა, მარიამსა და მართას მაცხოვრის სასწაულთმოქმედების იმედი ჰქონდათ, ამიტომ პატივისცემით გაუგზავნეს კაცი ქრისტეს და შეატყობინეს: უფალო, შენ ვინც გიყვარს, ავადაა. მათ იცოდნენ, რომ მაცხოვარი ინებებდა ლაზარეს განკურნებას.

ეს რომ უფალმა გაიგო, თქვა, სნეულება სასიკვდილო არ არის.


იესოს უყვარდა ლაზარე და მისი დები. თუმცა უფალი მათ არ გაჰყვა, რადგან სასწაული ჰქონდა ჩაფიქრებული და ეს სასწაული აღასრულა კიდეც მაშინ, როდესაც ლაზარე გარდაიცვალა.

უფალმა შეიწყალა ოთხი დღის მკვდარი მისი მეგობარი და აღადგინა ის მკვდრეთით.

მართალი ლაზარეს გარდაცვალებითა და მაცხოვრის მიერ მისი მკვდრეთით აღდგომით, კიდევ ერთხელ ეუწყა ქრისტიანებს, რომ სიკვდილი ძლეულ იქნა.

რაც შეეხება სახელს "ლაზარე”, ის ებრაული სახელია და ქართულად “ღვთის წყალობას” ნიშნავს.

ლაზარეს შაბათი და ბზობა მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია.image

0
779
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
779
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0