x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
"გაოგნებულები ვიყავით თუ რა ხდებოდა იმ დღეს ჩეჩნეთში... არ წყდებოდა ხალხის ნაკადი... "
image

საქართველის პირველი პრეზიდენტის ქვრივი, მანანა არჩვაძე-გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გროზნოში ზვიად გამსახურდიას დაკრძალვაზე მყოფი ერთ-ერთი მამულიშვილის მონათხრობს ავრცელებს.


როგორც მანანა არჩვაძე გამსახურდია წერს, ჰაერში ერთად ტრიალებდა მწუხარების და სიამაყის სურნელი. სიამაყის რადგან ზვიადიმ შეძლო და ერთი დღით მაინც გააერთიანა კავკასია!!!


"წაიკითხეთ და გააზიარეთ
"დიახ გაოგნებულები ვიყავით თუ რა ხდებოდა იმ დღეს ჩეჩნეთში... არ წყდებოდა ხალხის ნაკადი... მოდიოდნენ ინგუშეთიდან, დაღესტანიდან, ჩერქეზეთიდან, კრასნოდარიდან და სრულიად კავკასიიდან... მოდიოდნენ ბავშვები, ქალები, მოხუცები... ზოგი ფეხშიშველიც კი იყო მოსული...


ჰაერში ერთად ტრიალებდა მწუხარების და სიამაყის სურნელი... სიამაყის რადგან ზვიადიმ შეძლო და ერთი დღით მაინც გააერთიანა კავკასია!!!

ამ დღეს ჯოხარ დუდაევმა ზვიად გამსახურდიას გამოსამშვიდობებლად ჩაატარა სამხედრო აღლუმი... აღლუმის მონაწილეებს როგორც ჩეჩნეთის, ასევე საქართველოს დროშების ეპყრათ ხელში...მათთვის ამ დღეს არ არსებობდა ჩეჩნეთი და საქართველო მათთვის დღეს არსებობდა უძლეველი, დაუმორჩილებელი, დაუჩოქებელი კავკასია!!! მთელი კავკასია ერთიანი იყო... აღარავის ახსოვდა ადრინდელი ქიშობები...ყველა ვტიროდით... ყველა მზად იყო, ოღონდ ზვიადი გაცოცხლებულიყო და მის ადგილზე დასაწოლად!!! ბრწყინვალე დღე იყო, რაღაც ღვთიური... მიაცილებდნენ უკანასკნელ გზაზე ზვიადის, კავკასიელთა უპირობო ლიდერს, სამშობლოში არ დაფასებულს, სამშობლოდან განდევნილს და რომ გენახათ როგორი მოწიწებით იხრიდა მის ნეშტთან ქედს მთლიანი კავკასია გაოცდებოდით"- გროზნოში ზვიადის დაკრძალვაზე მყოფი ერთ-ერთი მამულიშვილის მონათხრობი...
დიდება საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!!!"



0
70
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0