x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
საიდან წარმოიშვა კონტინენტების სახელები?

ევროპა - ფინიკიური წარმოშობისაა. ძველ წელთაღრიცხვამდე 2 000 წლის წინათ ფინიკიელები დასავლეთ მხარეს უწოდებდნენ “ერებს”, ბერძნებმა კი “ევროპად” გადააქციეს.
აზია - “ასსი” ფინიკიურად ნიშნავს აღმოსავლეთს, სინათლეს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, “ევროპა" და “აზია" ამ ქვეყნების მაშინდელ კულტურულ დონესაც გამოხატავდა: ევროპა – სიბნელე, აზია – სინათლე.
აფრიკა - ფინიკიელებს კოლონიები ჰქონდათ აფრიკის კონტინენტზე, ჩრდილოეთ სანაპიროზე, სადაც მომთაბარე ხალხი – “აფრიცები" ცხოვრობდნენ. რომაელებმა ეს სახელწოდება აფრიკად გადააკეთეს.
ავსტრალია - აღმოაჩინეს ჰოლანდიელებმა და დაარქვეს ახალი ჰოლანდია, ლათუინურად – “აუსტრალი".
ანტარქტიდა - სამხრეთი პოლუსის ირგვლივაა, ნიშნავს “არქტიკის მოპირდაპირედ მდებარეს". არქტიკა - ჩრდილოეთ პოლუსთან მდებარე მხარეა.
ამერიკა - დაერქვა 1506 წლიდან ამერიგო ვესპუჩის პატივსაცემად. სინამდვილეში ის 1492 წელს აღმოაჩინა იტალიელმა ქრისტეფორე კოლუმბმა, მაგრამ მას ეგონა, რომ ინდოეთი იყო.
რუკა

0
75
2-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა გაგნიძე
ლაშა გაგნიძე
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0