x
ტკივილი მენსტრუაციის დროს .

ქალimageქალებისა და გოგონების არცთუ ისე მცირე ნაწილი მენსტრუაციის დროს მკვეთრ შეტევით ტკივილს უჩივის .არის შემთხვევები, როცა ტკივილი მოიცავს არა მხოლოდ მუცლის ქვემო მიდამოს, არამედ წელის, კუდუსუნის, ზურგის ქვედა არეს და ბარძაყისკენ ვრცელდება. როდესაც ეს ტკივილები ზომიერი ხასიათისაა ფიზიოლოგიურად ნორმად განიხილება, ვინაიდან ამ დღეებში საშვილოსნოში მიმდინარეობს ფიზიოლოგიური პროცესები . თუ მენსტრუალური ტკივილები გაუსაძლისია და ქალს ფეხზე დგომაც კი უჭირს ამ პროცესს ალგოდისმენორეას(მტკივნეულ მენსტრუაციას) უწოდებენ და აუცილებლად გინეკოლოგის ჩარევა ხდება საჭირო ტკივილის კუპირების მართვისათვის.
განასხვავებენ პირველად და მეორად ალგოდისმენორეას, პირველი ვლინდება ჯანმრთელ ქალებსა და გოგონებში, რომელთაც სასქესო სისტემის მხრივ არავითარი დარღვევა არ აღენიშნებათ. ვარაუდობენ რომ მისი მიზეზი სასქესო ორგანოთა რეცეპტორების (მაღალმგრძნობიარე წარმოანაქმნების) გაძლიერებული იმპულსაციაა ტვინისაკენ .თუ სასქესო სისტემის ანთებითი პროცესებია აქ უკვე მეორად ალგოდისმენორეაზე საუბრობენ. მენსტრუალური ტკივილის კუპირებას ძირითადად თავად შერჩეული პრეპარატებით ახდენენ რაც არასწორია, ვინაიდან მხოლოდ ტკივილის კუპირება არაა საკმარისი, ქალს დამამშვიდებელი, სედაციური საშუალების შერჩევაც სჭირდება . ტკივილის შემსუბუქებას ხელს ზედმეტად ჩათბუნება არ უწყობს, პირიქით ჰაერზე გასეირნება ფეხით ამსუბუქებს ტკივილებს . გახსოვდეთ თუ მენსტრუალური ტკივილები გაჩნდა და ადრე არასოდეს გქონიათ, ამას თავისი მიზეზი აქვს და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

0
1663
5-ს მოსწონს
ავტორი:მაგნოლია
მაგნოლია
1663
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0