x
ნორვეგია- ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნის ულამაზესი ადგილები
ნორვეგია ქვეყანაა, რომელსაც უჭირავს მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნის სტატუსი, ასევე შესულია ყველა აყვავებულ და განვითარებულ ქვეყნების სიაში. ის გამოირჩევა თავისი ზღაპრული ადგილებით: ფიორდებით, მთებით, სათხილამურო კურორტებით, ტბებითა და ტყეებით.

მდებარეობა: ევროპა, სკანდინავიის ნახ.კუნძული

დედაქალაქი: ოსლო

მოსახლეობა: 4, 8 მილიონი კაცი


image

1. ფრედვანგის ხიდები

ლოფოტენის კუნძულებზე უამრავი ხიდია, მაგრამ მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ფრედვანგის ხიდებია, რომლებიც მეთევზეთა სოფლს ფრედვანგს აკავშირებს მეზობელ კუნძულთან.

image

2. გეირანგერფიორდი — ფიორდი ნორვეგიაში, სუნმორეს რეგიონში, სტრანდის მუნიციპალიტეტში. მისი სიგრძე 15 კმ-ია და წარმოადგენს სტროფიორდის ერთ-ერთ ტოტს. ფიორდის კიდეზე (წვერში), სადაც მას მდინარე გეირანგელვა უერთდება, მდებარეობს სოფელი გეირანგერი.

გეირანგერფიორდი ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში. 2005 წელს, იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა, მაგრამ ეს სტატუსი ამჟამად საფრთხის ქვეშ დგას, რადგან ფიორდის თავზე დაგეგმილია ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა.

image

3.ვიკინგთა ხომალდების მუზეუმი — შენობა ნახევარკუნძულ ბიუგდეზე, ოსლოს შემადგენლობაში, რომელიც 1926 წლიდან ვიკინგთა ცნობილ ხომალდებს სთავაზობს დამთავლიერებელს.

image

4.ვიგელანდის სკულპტურათა პარკი ნორვეგიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარკი, რომელიც 1907-1942 წლებში სკულპტორმა გუსტავ ვიგერლანდმა შექმნა ოსლოში, თუმცა, პარკის გახსნას ვერ მოესწრო. პარკი 30 ჰექტარზეა გაშლილი და ვიგერლნადის 227 სკულპტურას მოიცავს, რომლებიც, მეტწილად, კაცობრიობის ბედ-იღბლის თემებზეა შექმნილი.

image

5.რიორუსი

რიორუსი, პატარა ქალაქი, რომელიც შვეციის საზღვართან ახლოსაა განლაგებული, მეთვრამეტე საუკუნეში სპილენძის მომპოვებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ქალაქის ცენტრი, სადაც ჯერ კიდევ შემორჩა უძველესი ქუჩები და საუკუნოვანი ხის შენობები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის 1980 წლიდან.

image

6.რეინე

მიუხედავად იმისა, რომ ლოფოტენის კუნძულებზე განლაგებული მეთევზეთა ეს პატარა სოფელი დასახლებული პუნქტებიდან საკმაოდ დაშორებულია, აქ ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ჩადის.

image

7.ბლეიკი

norway-photography-20__880ბლეიკი მეთევზეების სოფელია, რომკელიც ანდოიას კუნძულზე მდებარეობს. აქ სულ 460 ადამიანი ცხოვრობს. კუნძულზე ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი პლაჟია განლაგებული. პლაჟი თეთრია, ხოლო სოფლის დასახელება- ბლეიკი, ნორვეგიულ ენაზე თეთრს, ფერმკრთალს ნიშნავს. ფოტოზე გამოსახული სამკუთხა მთა კუნძულ ბლეიკსოიას ნაწილია, სადაც puffin-ების უზარმაზარი კოლონია ცხოვრობს.

shutterstock_101810902

აქ ჩასულ ტურისტებს ხვდებათ ტრადიციული ნორვეგიული სახლები, სკოლა, პატარა მაღაზია. აქვეა ტურისტთა საინფორმაციო ცენტრი, პაბი და ფრინველებზე დაკვირვების შესაძლებლობა.

8. რეინებრინგენის მთაnorway-photography-30__880

რეინებრინგენის მთა, რომელის სიმაღლე ზღვის დონიდან 448 მეტრია და მის წვერამდე მისაღწევად გამოცდილ მოლაშქრეს დაახლოებით 2 საათი ჭირდება, ლოფოტენის კუნძულების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი "მწვერვალია". შედარებით იოლი სალაშქრო მარშუტი და ზემოდან გადაშლილი საოცარი ხედები ექსტრემალური ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას წარმოადგენს.

9. სვოლვერიnorway-photography-32__880

სვოლვერი ლოფოტენის კუნძულებზე განლაგებული მეთევზეთა კიდევ ერთი თვალწარმტაცი სოფელია. აუსტვაგოიას კუნძულზე განლაგებული სვოლვერი სამხრეთით ვესტფიორდენს გადაყურებს, ხოლო ჩრდილო მხარეს მთებითაა შემოფარგლული. ყველაზე ცნობილი მწვერვალი აქ სვოლვერგეითია, რომელზეც პირველი მთამსვლელი 1910 წელს ავიდა. ჩრდილოეთით არსებული მთები ბუნებრივ ბარიერს ქმნიან ნისლის და ღრუბლებისთვის, სწორედ ამიტომაც ტემპერატურა და კლიმატი შედარებით რბილი და თბილია.

10. ოდა

norway-photography-37__880ჰარდანგენის რეგიონის ეკონომიკური ცენტრი ულამაზესი, ფერად-ფერადი სახლებითაც გამოირჩევა.

10. ტროლტუნგა

norway-photography-70__880ტროლტუნგა (ტროლის ენა) ოდას მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ჰორიზონტალურად, 700 მეტრის სიმაღლეზე ჰაერში გამოკიდებული კლდის ნატეხი რინგედალსვატნეტის ტბას გადაყურებს. ეს რელიეფი ჯერ კიდევ დიდი გამყინვარების დროს, 10 000 წლის წინ ჩამოყალიბდა, როცა მყინვარის ყინულის ენამ კლდეებამდე მიაღწია. აქ მოსახვედრად სალაშქრო აღჭურვილობა და ტყესა და კლდეებზე გამავალ ბილიკზე რამოდენიმე საათი მოგიწევთ ძრომიალი.

11. რენდოლსეტრა

norway-photography-191__880ეს მთა ნორვეგიის ყველაზე ლამაზ ხეობაში - ინერდალენში მდებარეობს. მთის ძირას ტრადიციული ნორვეგიული რძის ფერმაა. 1988 წლამდე აქ ყველს, კარაქს და არაჟანს აწარმოებდნენ. ზაფხულობით აქ ჯერ კიდევ დაყავთ ძროხები და პროდუქციას ტურისტებს სთავაზობენ.

0
239
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0