x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
პოლონეთში საქართველოს და უკრაინის მოქალაქეების ჩხუბი მკვლელობით დამთავრდა

image

პოლონეთში საქართველოს და უკრაინის მოქალაქეების ჩხუბი მკვლელობით დამთავრდა, მოკულია 24 წლის ქართველი ახალგაზრდა და ამის გარდა დაჭრილია კიდევ ერთი ჩხუბში მონაწილე 38 წლის ქართველი.


როგორც პოლონური პრესა იუწყება, მკვლელობა შაბათ საღამოს მოხდა გლინი ველკიმში, ლიპნიცას კომუნაში, მათვე საცხოვრებელ კორპუსში თამაშის დროს დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც გამოყენებული იყო ცივი იარაღი, შედეგად მოკლულია 24 წლის საქართველოს მოქალაქე და დაჭრილია კიდევ 38 წლის ქართველი მამაკაცი.

სამართალდამცავებმა დააკავეს საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.ამის გარდა მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა.

0
1095
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1095
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0