სხვა სალომე ფაჟავა: არცერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს 2019, 25 მარტი, 13:58 კიევის გრანპრიზე გამარჯვებულმა ქართველმა სპორტსმენმა, სალომე ფაჟავამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: “კიევში გრან პრის ეტაპზე ოქროს მედალი ავიღე. ამ შედეგის უკან ჩემი და ჩემი მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომა დგას. მისი მიღწევა სულაც არ არის იოლი. ახლახან დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. არცერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს. გული მწყდება. ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ. მაინტერესებს- რატომ? #rustavi2 #tvimedi #1tv #tvpirveli – წერს სალომე ფაჟავა. "შენთვის სად სცალიათ . ან სერიალია ან ერთნანეთის ლანძღვა. მიშაა ჩართული პირდაპირი ჩართვით რა დროს შენახარ ამას რატომ არ აშუქებს ქართული მედია? აბა გამოსულიყო და "ჩემი ფუჩუ ჩემია" და მსგავსი ტუტუცობები ეძახა, ეგრევე ყველა "შოუში" მიიწვევდნენ... ვულოცავ სალომეს და სრულიად საქართველოს"-ასეთი კომენტარი დაურთო ერთ-ერთმა მომხმარებელმა. სალომე ფაჟავას ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და სპორტსმენს სოციალური ქსელით პასუხობს ხატია ცარციძე ტვ "მაესტროდან":
ჩემი სტილი არაა საჯარო სივრცეში "საქმის გარჩევა" მაგრამ რადგანაც ამ საჯარო სივრცეში მე და "მაესტრო" (სხვა მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მსგავსად) აღმოვჩნდით საზოგადოების, მათ შორის სპორტული "ოჯახის" გარკვეული ნაწილის თავდასხმის მსხვერპლი, აქვე გიპასუხებთ.
Maestro TV - ზე 20 მარტს, დღის განმავლობაში 8-ჯერ გავიდა სალომე ფაჟავას წარმატების ამბავი. სალომეს შესახებ დღეს არ გამიგია, მის კარიერას თვალს ვადევნებ და არაერათხელ გამიშუქებია. ამ შემთხვევაში ფეისბუქით გავიგე მისი გვერდიდან, მოვიძიე ინფორმაცია, ტექსტის დაწერის შემდეგ, ვიდეოს ვეძებდი, არსად იყო, ამიტომ ფოეტიბით გადავფარეთ და მაინც გავუშვი, იმიტომ რომ პატარა ამბავი არ იყო. ინფორმაცია ჰქონდა სალომესაც, დავუკავშირდი, მივულოცე წარმატება, მკითხა და ვუპასუხე როდის იხილავდა საკუთარი წარმატების ამბავს "მაესტროზე" #მადლობაც მომწერა. შესაბამისად, ბრალდება მიუღებელია და შეურაცხმყოფელი. რაც შეეხება პრესკონფერენციას, ვინმემ გამაგებინა? დაგვირეკეს? იქნება დაადასტუროს როდის მითხრა და არ მივედი? ბოლო 10 წლის განმავლობაში ტანვარჯიშზე, მხატვრულზე, სპორტულზე, არაერთხელ მისაუბრია ბატუტზე ხტომასა და #ლუბაგოლოვინაზე, ისეთი სახეობები გამიშუქებია იყო თუ არა ქვეყანაში ისიც არ იცოდნენ, სუმოზე 3 წლის წინ მქონდა გადაცემა, ბირთვის კვრა გუშინ რომ გაიგეთ მუჯარიძის წარმატების შემდეგ, ამ სახეობაზე წლების წინ ვლაპარაკობდი. სამმაგი ხტომა, სიგრძეზე ხტომა, მარათონი (ზოგადად მძლეოსნობა) ველოსპორტი, ბეისბოლი, ამერიკული ფეხბურთი, ბილიარდი, ყინულის ჰოკეი (ჯერ კიდევ დიდ გამარჯვებამდე) ეს სახეობებიც გამიშუქებია, იმიტომ რომ პრობლემებია, იმიტომ რომ მხარდაჭერაა საჭირო, იმიტომ რომ ყველან ვართ სადაც სპორტია. მხოლოდ "პრესტიჟულ" სახეობებს არ ვაშუქებთ. წარმატებას გისურვებ Sali Pazhava და ისევე, როგორც აქამდე არასდროს დარჩება წარმატება #მაესტროს ეთერს მიღმა. იმედს ვიტოვებ, საზოგადოებას აღარ მისცემ შანსს უსაფუძვლოდ დაგვადანაშაულონ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ." სალომე ფაჟავა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად 2000 წლის შემდეგ პირველად ჩვენ ქვეყანას რიო-დე-ჟანეიოროს ოლიმპიურ თამაშებზე წარადგენს. 995 4-ს მოსწონს
|