x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
თავად განსაჯეთ, უნდა სცოდნოდა თუ არა მეორეკლასელ გოგონას ეს საკითხი...
გასაკვირი არაა მოსაზრება, რომ ახალი თაობა ნამდვილად განვითარებულია. ჩამოყალიბებულები არიან არა მარტო ფიზიკურად, არამედ გონებრივად. მათი ცოდნის არეალი არის უკიდეგანოდ ფართო და სავსე, ტექნოლოგიებთან მათი დამოკიდებულება და ურთიერთობა არის საოცრება.

წარმოუდგენელი ლოგიკით და სიმარტივით ხვდებიან სად, როგორ უნდა იმოქმედონ, შეძლონ და გაუგონ მათთვის საინტერესო თამაშს თუ პროგრამას. თუ ამ განსხვავებულ შესაძლებლობებს მშობელი ნაყოფიერად გამოიყენებს და მისცემს მიმართულებას კარგი კუთხით, მათი ინტერნეტ სივრცესთან ურთიერთობა არ იქნება საგანგაშო. დარწმუნებული ვარ, არც ისე მარტივი პროცესია, მოზარდმა სწორად შეძლოს სიახლეების გამოყენება და მართვა, მაგრამ დადებითი მხარეების დანახვა და პოვნა ნამდვილად შესაძლებელია.

განვითარებული თაობის ამ პატარა წარმომადგენლებს ხშირად მიუწვდებათ ხელი ისეთ ინფორმაციებთან, რომელიც საჭირო, მაგრამ ასაკთან შეუსაბამოა...ეს ხდება არა ინტერნეტით, არა ტელევიზიით ხშირად ასაკთან შეუსაბამო ლიტერატურითაც კი. ასე რომ გაკონტროლებას საჭიროებს არა მხოლოდ ბავშვის ტექნოლოგიებთან ურთიერთობის პროცესი, არამედ მათი თავისუფალი დროის წიგნებთან ურთიერთობის საკითხი.

image


პატარა "ამბავი" მეორეკლასელისა და მასწავლებლის დიალოგიდან.

შესვენებაზე მეორეკლასელი ქეთა ეკითხება ახალგათხოვილ მასწავლებელს:(რომელსაც ქორწილი წინა თვეში ჰქონდა)

- მას, ტესტი გაიკეთეთ?

გაკვირვებული მასწავლებელი უბრალოდ იღიმის და სანამ პასუხი გასცა და შენიშვნის მიცემა მოასწრო შეკითხვის გამო, ქეთა ისევ აგრძელებს:

- ერთი ხაზი იყო, თუ ორი?

- ქეთა, შენ საიდან იცი ამდენი? ასეთ პატარა ასაკში ეს ნამდვილად არ უნდა იცოდე!(სიმკაცრენარევი ხმით, მაგრამ ინტერესით იკითხა მასწავლებელმა)

- სერიალში ვნახე და მივხვდი, არ ვარ პატარა "მაას", თან ეს უკვე შარშან ვიცოდი ანუ 7 წლის რომ ვიყავი...

მასწავლებელი ცდილობს აუხსნას, რომ სერიალი და განსაკუთრებით თურქული სერიალები, არც ისე კარგია მისთვის, დროის დაკარგვაა უსარგებლოდ...

" შეწუხებული " ქეთა 2 წუთის შემდეგ იგივე საკითხზე აგრძელებს:

- თუ ერთი ხაზი იყო, კიდევ სცადეთ "მას"... და გამახარეთ.


image

არ ვიცი, რატომ უნდა სცოდნოდა მეორეკლასელ მოსწავლეს ეს საკითხი (რა თქმა უნდა დაწვრილებით არა, რა და როგორ ხდება); უნდა ჰქონდეს თუ არა თავისუფლება და სითამამე, ეს კითხვა მასწავლებელს დაუსვას...ამაზე წამკითხველი თავად ჩაფიქრდეს...

რაც შეეხება ჩემს, აზრს კონკრეტულ ფაქტზე არ გამოვხატავ, მაგრამ ზოგადად ყველაფრის გაკონტროლება შეიძლება განსაკუთრებით ამ ასაკში. ყველა დეტალს, ყველა ინფორმაციას უნდა ჰქონდეს თავისი ასაკი, რაც ისევ და ისევ რთული პროცესის მიუხედავად, უნდა გააკონტროლოს მშობელმა... ბავშვს რომ ჰქონდეს ბავშვობა და შესაბამისად განვითარებული მომავალი.




0
191
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0