x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იუნა შაფათავა:ზოგჯერ რომ გიყურებთ ვფიქრობ პროგრესი თქვენთან უძლურია, არ ექვემდებარებით განვითარებას

image

იუნა შაფათავა, რომელიც აგერ უკვე ორ წელიწადზე მეტია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს ქართველი შეფმზარეულის მერიკო გუბელაძის პოსტს ეხმაურება, რომელიც აღნიშნავს, რომ რესტორან "შავ ლომში" რუსების ოჯახი შევიდა და რუსული მენიუ მოითხოვეს, მიმტანმა კი მათ უთხრა, რომ რუსულ ენაზე მენიუ არ მოეპოვებოდათ, ამის შემდეგაც რუსი ტურისტები გაბრაზდნენ და რესტორანი დატოვეს.


"დემონსტრაციულად დატოვა რესტორანი რუსმა ოჯახმა, რუსული მენიუები რატომ არ გაქვთო. მიმტანს ვთხოვე გაკიდებოდა და იდი ნახ**თქო მიეძახა. არ დამიჯერა”- წერს მერიკო გუბელაძე.

image


მერიკო გუბელაძის ამ პოსტმა სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ზოგმა შეუქო შეფმზარეულს საქციელი, ზოგს არ მოეწონა.

"დიდი სირცხვილი და თავის მოჭრა. რადგან რუსია იმიტომ? ზედმეტი მოგდით უკვე სიძულვილი, ნაციზმია ჩვეულებრივი. დიდი რამე, რუსულად მენიუ მოითხოვა.ინგლისურად ხომ არის. გვერდით მეზობელია რუსეთი და სიძულვილს ნუ აღვივებთ. შოვინიზმის გარდა, მდაბიო ხარისხის სერვისი, როცა მიმტანმა ენები არ იცის. პლუს შეფ მზარეულის უკულტურობა going viral გმირობის ტოლფასად. საერთოდ დაკარგეთ ტვინი, მგონი.ნიუიორკი რომ ნიუ-იორკია, რაც მეტი ენა იცი მით უფრო ფასობს კადრი. მეტროში განცხადებები 6-7 ენაზე იწერება, მათ შორის რუსულად და ჩინურად.რა ხართ ესეთი ერი, მეზობლებსაც რომ აფურთხებთ, რომ გკითხოთ კაცმა, ღმერთის გწამთ (მარჯვნიდან მარცხნივ პირჯვრის წერით) და მუსლიმ მეზობლებს ლოკავთ და ერთი ღმერთი რომ გააკარით ჯვარს, აგრძელებთ. მე რა, ჩემთვის ღმერთიც ერთია და ბუნებაც უსაზღვრო, მაგრამ ზოგჯერ რომ გიყურებთ ვფიქრობ პროგრესი თქვენთან უძლურია, არ ექვემდებარებით განვითარებას."-წერს იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში.

image

image

იხილეთ აგრეთვე

ბლოგერი ბაკურ სვანიძე ქალაქ ჰარვის მერის ლიუკ ლემონიეს გადადგომას ეხმაურება ინტერნეტში ატვირთული მისი შიშველი ფოტოების გამო და წერს: სასწრაფოდ მივავლინოთ ინგა გრიგოლია ამ ბნელ საფრანგეთში! რათა აუხსნას მათ, რომ ოცდმაეერთე საუკუნეა უკვე! ქალაქ ჰავრის (ავრი, "ავღ") მერი გადადგა, რადგან ვიღაცამ ინტერნეტში მისი შიშვე...

გასულ ხუთშაბათს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თოქ-შოუ "პროფილში" მაია ასათიანს სტუმრად ჰყავდა ლალა ცინდელიანის 7 სულიანი ოჯახი, რომელიც დიდი ლილოს მიტოვებულ პოლიციის შენობაში ათევს ღამეს. მრავალშვილიანი დედა გადაცემის სიუჟეტში აღნიშნავს, რომ ყოფილ პოლიციის შენობაში ძალზე ცუდი პირობები იყო."წყალი აქ არ მოდიოდა, შუქი დღემდე არ იყო, წელს შე...

19 მარტი, 8:36
0
374
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0