x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტული და მილიონი დოლარი კენიელ პიტერ ტაბიჩს ერგო
ამ დღეებში მთელი საქართველოს ყურადღება მიპყრობილი იყო დუბაისკენ, სადაც ტარდებოდა კონკურსი მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მოსაპოვებლად. სამწუხაროდ, საქართველოს წარმომადგენელმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ პირველი ადგილი და მთავარი ჯილდო ვერ მოიპოვა, თუმცა საუკეთესო ათეულში შესვლა თავისთავად უკვე დიდი წარმატებაა. კონკურსის გამარჯვებული კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა.



image


მასწავლებელი კენიის პატარა სოფლიდან, რომელიც თავისი ხელფასის უმეტეს ნაწილს ღარიბ ბავშვებს უნაწილებს, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს და მილიონი დოლარის მფლობელი გახდა.



image



36 წლის პიტერ ტაბიჩი კენიის სო­ფე­ლ პვა­ნის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ას­წავ­ლის. მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რი­სა და რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. თავად პიტერი ფრანცისკანელების რელიგიური ორდენის წევრია. სწორედ ის გახდა დუბაიში გამართული კონკურსის Global Teacher Prize-ის გამარჯვებული.


image


ტა­ბი­ჩის სო­ფე­ლი კე­ნი­ის ყველაზე ღა­რიბ რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ხშირია გვალ­ვე­ბი, სასმელი წყლის ნაკლებობა და შიმ­ში­ლობა. მოს­წავ­ლე­ე­ბის 95% ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბი­და­ნაა, თით­ქმის მე­სა­მე­დი ობო­ლია, ან მხო­ლოდ ერთი მშო­ბე­ლი ჰყავს. ბავ­შვე­ბის უმე­ტე­სო­ბას სახ­ლში საჭ­მე­ლი არ აქვს. სო­ფელ­ში წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მო­ზარ­დე­ბის ორ­სუ­ლო­ბა და სუ­ი­ცი­დი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბია.

სკო­ლა­ში, სადაც ტაბიჩი ასწავლის, მხო­ლოდ ერთი კომ­პი­უ­ტე­რი და ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხა­რის­ხის ინ­ტერ­ნე­ტია. თითოეულ კლასში აქ 70-80 მოსწავლეა. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში პე­და­გო­გე­ბის მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან რ­თუ­ლია. სკო­ლა­ში რომ მი­ვიდ­ნენ, მოს­წავ­ლე­ებს შვიდი კილომეტრის ფე­ხით გავ­ლა უხ­დე­ბათ.



image


ტაბიჩი მათემატიკის და ფიზიკის მასწავლებელია. ის თავისი ხელფასის 80%-ს ღარიბი ბავშვებისათვის სახელმძღვანელოების და სკოლის ფორმების შეძენაზე ხარჯავს.


"ფული - ეს ყველაფერი არაა", -ამბობს პიტერ ტაბიჩი. ის ცდილობს მოსწავლეებს მეცნიერებისადმის სიყვარული გაუღვივოს. პი­ტერ­მა სკო­ლა­ში მეც­ნი­ე­რე­ბის კლუ­ბი და­ა­არ­სა. მასწავლებელი მოს­წავ­ლე­ებს ეხ­მა­რე­ბა კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და მისი მოს­წავ­ლე­ე­ბის 60% ეროვ­ნულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­სულ წელს კე­ნი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კურ ბაზ­რო­ბა­ზე მოს­წავ­ლე­ებ­მა მათ მიერ შექ­მნი­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა წა­რად­გი­ნეს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სმე­ნა და მხედ­ვე­ლო­ბა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ ადა­მი­ა­ნებს საგ­ნე­ბის გა­ზომ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ.



image


ტაბიჩი ხშირად დადის ხოლმე იმ ოჯახებში, საიდანაც ბავშვებს სკოლაში არ უშვებენ უსახსრობის გამო. ის არწმუნებს მშობლებს, რომლებსაც არასრულწლოვანი გოგონების გათხოვება სურთ, რომ მისცენ მათ სკოლის დამთავრების საშუალება.


image


Global Teacher Prize -ის პრემია ყოველწლიურად მიენიჭება წლის საუკეთესო მასწავლებელს. კონკურსის ჟიური 150 კაცისგანა შედგება. პრემიის დამაარსებელია ინდოელი ბიზნესმენი სანი ვარკი. კონკურსის მიზანი, ვარკის თქმით, მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებაა. პრემიის გამარჯვებული შეირჩა ათასობით კონკურსანტისაგან, რომლებიც მსოფლიოს 179 ქვეყნიდან იყვნენ წარდგენილნი.

"-პატრიკ ტაბიჩის ისტორია უნდა გახდეს მისაბაძი მაგალითი მათთვის, ვისაც მასწავლებლობა სურს", - აღნიშნა თავის გამოსვლაში პრემიის დამაარსებელმა სანი ვარკიმ.

0
105
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0