x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გავაახალგაზრდავოთ ტვინი და შევაჩეროთ მისი დაბერება
image

გინდათ ტვინის დაბერება შეანელოთ და ეს პროცესი უკუაგდოთ? CNN-ის კვლევის თანახმად, კვირაში სამჯერ ველოსიპედით ან ფეხით გასეირნება ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს აუმჯობესებს, ხოლო გულისთვის სასარგებლო დიეტასთან ერთად კი ტვინს აზრვნების უნარს წლობით უნარჩუნებს.imageამ კვლევაში მონაწილეობა 160-მა ადამიანმა მიიღო, რომელთა საშუალო ასაკი 65 წელი იყო. არცერთი მონაწილე არ იყო სპორტით დაკავებული ამ კვლევამდე, კონცენტრირება და გადაწყვეტილებების მიღება უჭირდათ და გულ-სისხლძარღვთა პრობლემებიც ჰქონდათ, მაგ:მაღალი არტერიული წნევა. კვლევის დაწყებამდე მათ კოგნიტური ტესტი და სხვადასხვა ანალიზები ჩააბარეს. კვლევებში არ ჩართეს მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაც ჭკუასუსტობა დაუდგინდათ და ისინიც, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზის გამო ფიზიკური დატვირთვა ეკრძალებოდათ. დანარჩენი მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით 4 ჯგუფად დაყვეს.imageპირველ ჯგუფს DASH დიეტა დაუნიშნეს, რომელიც განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის არის კარგი, თუმცა დადებით ეფექტს მთელ ორგანიზმზე ახდენს.

მეორე ჯგუფისთვის ადვილი ვარჯიშები შეიმუშავეს. კვირაში სამჯერ. 10 წთ-მოთელვითი ვარჯიშები, 35წთ სიარული ან ველოსიპედით სეირნობა. ამ ჯგუფისთვის არავითარი დიეტა არ დაუნიშნავთ.

მესამე ჯგუფის მონაწილლები კი DASH დიეტასაც იცავდნენ და იმ ვარჯიშებსაც ასრულებდნენ, რასაც მეორე ჯგუფის მონაწილეები აკეთებდნენ.


მეოთხე ჯგუფთან 30 წუთიანი ლექცია ჩატარდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების და მათი განვითარების რისკების შესახებ. თუმცა, მონაწილეებისთვის ცხოვრების რიტმის და კვების რეჟიმის შეცვლის შესახებ რეკომენდაციები არ მიუციათ.

imageკოგნიტური ტესტის განმეორებითი ჩატარების შემდეგ საუკეთესო შედეგები მესამე ჯგუფის მონაწილეებმა აჩვენეს, მათ, რომლებიც დიეტასაც იცავდნენ და ვარჯიშობდნენ კიდეც. ამ ჯგუფის მონაწილეების გონებრივი ასაკი 93- წელს უტოლდებოდა კვლევის დაწყებამდე, რაც მათ საშუალო ასაკს დაახლოებით 28 წლით აღემატებოდა. ექსპერიმენტში მონაწილეობიდან 6 თვის შემდეგ კი ამ მაჩვენებლმა 84 წლამდე დაიწია. ამგვარად, ვარჯიშმა და დიეტამ 6 თვის განმავლობაში ტვინი 9 წლით გააახალგაზრდავა.

imageკვლევების შედეგების კომენტირებისას, ალცაჰაიმერის პრევენციის კლინიკის ხელმძღვანელმა ექიმმა რიჩარდ აიზექსონმა აღნიშნა, რომ კონტროლირებად აერობიკას არა მარტო შეუძლია ტვინის მუშაობის გაუმჯობესება, არამედ ამას უმოკლეს ვადებშიც ახერხებს.

imageტვინის გაახალგაზრდავების მეთოდი უკვე ნაპოვნია, დარჩა სხეულის გაახალგაზრდავების მეთოდის მიგნება.

ამ მეთოდში კი კარგი ისაა, რომ მისი გამეორება პრაქტიკულად ნებისმიერს შეუძლია სახლის პირობებში.

რაც შეეხება DASH დიეტას მის შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.

0
344
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0