x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508431
„მოკლედ და მარტივად რომ შევაჯამოთ - ხაზარაძისთვის სულერთია, როგორ წარიმართება მოვლენები"

imageჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

ბულბულის შტვენა, შაშვის გალობაა რა
1) ხაზარაძე ითხოვს, რომ ამჟამად გათვალისწინებული პირობები შეიცვალოს. ანუ პორტის განვითარების ფაზები კონკრეტულად კი არ იყოს გაწერილი და თარიღით განსაზღვრული, არამედ თითოეული ფაზის ტექნიკურ ეკონომიკური შესწავლის შემდეგ დაიწყოს ახალი ფაზის განვითარება.
2) ხაზარაძე ითხოვს, რომ სახელმწიფომ ტვირთბრუნვასთან დაკავშირებული რისკები საკუთარ თავზე აიღოს და თუკი ამ მხრივ რაიმე პრობლემა შეიქმნება, სესხი სახელმწიფომ დაფაროს.
3) ხაზარაძე ითხოვს, რომ პორტთან დამაკავშირებელი გზა და რკინიგზა თუ დროულად არ აშენდება, სახელმწიფომ ინვესტორის კომპენსირება საკუთარ თავზე აიღოს. ამავდროულად კი გზისა და რკინიგზის მშენებლობის, განსახლებისა და გარემოზე ზემოქმედების პროცესი დონორების წესების შესაბამისად უნდა წარიმართოს.
4) ხაზარაძე ითხოვს, რომ სახელმწიფოს საკრედიტო ხელშეკრულების პირობისაა და კრედიტორების ნაცვლად, მხოლოდ სესხის ოდენობა და ვადა შეუთანხმდეს. ეს განსაკუთრებით გაუგებარია იმ ფონზე, რომ პარალელურად არსებობს მოთხოვნა, სახელმწიფოს მხრიდან სესხის უზრუნველყოფის გარანტორობაზე (ეუფ!
5) ხაზარაძე ითხოვს, რომ სახელმწიფოს ხელში არსებული ოქროს აქციით განსაზღვრული გარკვეული ზემოქმედების მექანიზმი და უფლებები შემცირდეს მინორიტარული ინტერესების უფლებებამდე. ანუ სახელმწიფოს აღარ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მთელ რიგ არსებით საკითხებზე თანხმობა მოითხოვოს.
6) ხაზარაძე ითხოვს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე სახის, მათ შორის პოლიტიკური ფორსმაჟორი მოხდება, ამ დროისთვის გათვალისწინებული ფორსმაჟორული პირობების ნაცვლად, რომლითაც მხარეებს გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების შეწყვეტა ან გადავადება შეუძლიათ, მთავრობამ მოახდინოს კონსორციუმის მიერ ვერ მიღებული შემოსავლების კომპენსირება და შესაბამისად პოლიტიკური რისკიც სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე.
7) ხაზარაძეს სურს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების შედეგად გამოწვეული ზიანი, რომელიც კონსორციუმისთვის გარკვეულ ზღვარს აღემატება, ინვესტორს სახელმწიფომ უნდა დაუკომპენსიროს. არ აქვს მნიშვნელობა ეს საკანონმდებლო ცვლილებები უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ეხება თუ საქართველოში მოქმედ სხვა ბიზნეს-ოპერატორს.
და ბოლოს: ხაზარაძე ითხოვს, რომ სახელმწიფომ პრაქტიკულად მთელი სესხის უზრუნველყოფა საკუთარ თავზე აიღოს. ხაზარაძეს სურს, რომ ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში მთელი სესხის გარანტორი სახელმწიფო იყოს. ანუ იმ შემთხვევაში თუკი ხელშეკრულება სახელმწიფოს ბრალით შეწყდება 400 მილიონიანი სესხის დაფარვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, ხოლო თუ ხელშეკრულება ინვესტორის გამო შეწყდება, ეს 400 მილიონიანი სესხი სახელმწიფომ 4 წლის მანძილზე სრულად უნდა აანაზღაუროს

ყველაფერი მოკლედ და მარტივად რომ შევაჯამოთ - ხაზარაძისთვის სულერთია, როგორ წარიმართება მოვლენები, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ სწორედ სახელმწიფოს ხარჯზე „იხეიროს“.
რაც შეეხება კონსპირაციულ თეორიებს, მაგალითად, იმას, რომ ვითომდა საქართველოს ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებული არ არის - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, თუ ვის შეიძლება არ სურდეს ამ პროექტის დასრულება...

image
14
60
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
60
  
2019, 3 აპრილი, 6:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2019, 1 აპრილი, 12:11
სი უნდღეური, ათი აქაუნთის 3 ავტორი მუშენს, მა ხვალე სამხედრო თემაშე ბჭარუნქ.
"ირო თაქ მუშახექია" აჰაჰაჰაჰა :)))
2019, 31 მარტი, 23:45
შეგიძლია ოჯახის წევრებს ასწავლო, მე ხატვა არ მეხერხება ვაჟკაც!
2019, 31 მარტი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2019, 31 მარტი, 22:29
დაიკარგე აქედან, შეფი ლონდონშია და სადაც მინდა და როცა მინდა იქ წავალ, შენ შეგეკითხები აი. :)
ეს გვერდიც დაგებლოკება იპ მისამართით ტროლინგის გამო. ;)
2019, 31 მარტი, 22:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2019, 26 მარტი, 14:01
კანონმორჩილი, ლონგოლიერი, ინდიქტო-უსაქმურთა საქმეთა მმართველი. :)))
2019, 26 მარტი, 5:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2019, 25 მარტი, 14:14
სულ ცოტა დაგრჩა და დაგასვენებ. :)
2019, 25 მარტი, 4:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10