x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
არ ვიცი ტარება როგორ ვისწავლე, იმიტომ, რომ მანქანა არასოდეს მყოლია - ავტომრბოლელი მერი გვასალია

imageჩემს შესახებ მოკლედ:
დავიბადე და გავიზარდე აქ, ქ. თბილიში, პლეხანოვზე პირველ სამშობიაროში, სამშობიაროში მიყვანამდე ტაქსში უკვე თავი მქონდა გამოყოფილი, ხოლო დედა, როდესაც გადაიყვანეს ეგრეთ წოდებულ საკაცეზე, მე ექიმს უკვე ხელში ვეჭირე ასე ადვილად და საყვარლად მოვევლინე ცხოვრებას, არც დედა მიწვალებია ))) დედა სულ მეუბნებოდა, რომ დაიბადე დიდი დაჭყეტილი თვალები გქონდაო, ვფიქრობ კარგიც არის ეს, ბევრი რამის ნახვა მოვასწარი შედარებით მოკლე დროში გარეგნულად მამას ვგავარ, ეს ადასტურებს იმას, რომ ნაშვილები არ ვარ, თორემ სულ მეუბნებოდნენ, ვის გავს, ვის გავსო ( ჩემს უცნაურობას გულისხმობდნენ და ხასიათს) ისე ძალიან ცელქი და მოუსვნარი ბავშვი ვიყავი, ჩემი ძმისგან განსხვავებით, ამავე დროს - უცნაური და ცოტა განსხვავებული სხვებისგან, მეტსაც გეტყვით, ჩემი სამყარო მქონდა .. )) სულ მანქანებით ვთამაშობდი, ძალიან მიყვარდა, როცა ჩემს ძმას მანქანებს ჩუქნიდნენ, ჩემი სათამაშოები არ მიყვარდა, ცოტა განებვრებული ვიყავი სათამაშოებით, დიდი მანქანაც მყავდა, სადაც ყველაზე დიდ დროს ვატარებდი, სულ შიგნით ვიჯექი, საჭმელსაც მანქანაში ვჭამდი ხშირად.
ეზოში ფეხბურთს ხშირად ვთამაშობდი. ჩემს ძმასთან ერთად დავდიოდი კარატეზეც, მაგრამ ორივე მალე გამოგვიყვანეს, რა თქმა უნდა, ჩემ გამო ))) ცურვაზეც მიმიყვანეს, მაგრამ მასწავლებელმა წყალში რომ ვერ შეძლო ჩემი ჩაყვანა, უმალვე გამომიყვანეს..მერე მუსიკაზე მიმიყვანეს და ისე კარგად გამომდიოდა, ბატონ ბარძიმაშვილთან 10-ეულშიც მოვხვდი, (დედის ნიჭი გამომყვა ) თუმცა არ გავყევი. მერე გიტარაზეც მიმიყვანეს, მაგრამ გიტარის გაკვეთილების დროს ეზოში ისევ ფეხბურთს ვთაშობდი..(ცოტას ვნანობ) დამატებით არ მამზადებდნენ საგნებში, ისეთი ნიჭიერი ვიყავი, მასწავლებლები აქეთ დადიოდნენ ჩემთან (ნუ მე ასე მეგონა ))) . სახლში დიდი ბიბლიოთეკა გვქონდა და სკოლაში თუ რამე წიგნი ვერ მოიძებნებოდა, ამაზეც ჩემთან მოდიოდნენ სახლში. მამა და ბებო სულ მეუბნებოდნენ, შენი იმედი გვაქვსო, თუმცა დღემდე არ ვიცი, რას გულისხმობდნენ. როგორც ბავშვი, ძალიან მორცხვი ვიყავი, ზედმეტად ხმას არ ვიღებდი და დედაჩემი ნერვიულობდა - ნეტა ასე არ დარჩეს ეს ბავშვი მუნჯივითო, ახლა ნატრობს, ნეტა იმ დროსო..
ცოტა რომ წამოვიზარდე, დამოუკიდებლობაზე გამიჩნდა პრეტენზია და ბევრ აქტივობებში ვყოფდი ცხვირს.. ზოგი ამართლებდა, ზოგი არა. ბედნიერი ვიყავი მანამ, სანამ კენჭმა არ გამიარა თირკმელში, ესეც მალე გადავლახე... ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მალე და სწრაფად ხდებოდა...
სიყვარულზეც გეტყვით, ცოტა ეგოისტი ვარ და მხოლოდ საკუთარ სიყვარულზე ვიყავი შეყვარებული, მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ცალმხრივი არაფერი ვარგა და დღემდე ველოდები ორმხრივს..
რაც შეეხება ინტერესებს, ბავშობიდან მანქანების ინტერესი მქონდა და დღემდე მომყვება, არ ვიცი, ტარება როგორ ვისწავლე, იმიტომ რომ მანქანა არასოდეს მყოლია საკუთარი, თუმცა იმაზე ბევრად კარგად ვიცი, ვიდრე უნდა ვიცოდე და ამან წარმატებაც მომიტანა, საქართველოს ავტოსპორტში მოვხვდი ლიცენზირებულ ავტომრბოლელ პროფესიონალთა შორის და ვიასპარეზე კიდეც.. სწავლას რაც შეხება, ესეც მანქანის ისტორიას ჰგავს.. იუმორი? ძალიან მიყვარს, მეტი წილი ჩემი ცხოვრების კურიოზია, ზოგი გამოგონილი და ზოგიც შემთხვევით მომხდარი, იუმორისტულ გადაცემებშიც მიმიღია მონაწილეობა..
ცოტას ოცბნებაზეც გეტყვით, ბავშობაში ვოცნებობდი, ევროპაში მოგზაურობაზე და აქედან 2 ქვეყანაში 4 წლით მომიწია ცხოვრებამ და დანარჩენ 6 -ს ქვეყანაში შემთხვევით ამოვყავი თავი.
ბევრ რთულად გადასატან პრობლემებსაც წავაწყდი..
კიდევ მაქვს ბევრი ოცნება, რომლის ახდენასაც ასე თუ ისე შემთხვევით თუ არა, ჩემით თუ სხვების დახმარებით, ვეცდები განვახორციელო..
ძალიან მიყვარს ბავშვები, ამაში ცოტა ლენინს დავემსგავსე, იმიტომ რომ ბავშვებსაც ვუყვარვარ..მიუხედავად ბევრი ბარიერებისა, რომელიც ბევრი შემხვდა ამ წლების მანძილზე, ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ, ხანდახან ზედმეტადაც კი.. მიყვარს ურთიერთობები და ადამიანები.
მეგობრებშიც, ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, ოჯახის დიდი გავლენაა, რომ მე მეგობრობაც მასწავლეს სხვა დანარჩენ ფასეულობებთან ერთად და ვფიქრობ, გამომდის. ძალიან მიყვარს მომენტი, როცა ვინმეს ვეხმარები, როცა ვინმეს ჩემი იმედი აქვს და მე შემიძლია მისი დახმარება.. ჩემი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელვანი თავისუფლებაა და ამიტომაც მიყვარს ის ყველაზე მეტად..
არ მიყვარს ბოღმა და შურიანი ადამიანები და ყოველთვის მიკვირს მათი..
მიხარია ყველას წამატება, განსაკუთრებით ქართველების. მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი, პატრიარქი, ენა, სარწმუნოება, ადათი და წესი..
კანონებს ხანდახან ვარღვევ, რაღაც პროტესტების გამო, თუმცა ვთვლი, რომ კანონმორჩილი ვარ.
მოძრაობის წესებიც დამირღვევია, გასამართლებელი მიზეზების გამო..
ჩემი სურვილია, იყოს ყველა ბედნიერი, წამატებული, ჯანმრთელი, რადგან ვთვლი, რომ ამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გვაქვს შანსი ვიცხოვროთ და ნუ დავხარჯავთ ამ ძვირფას წუთებს, ერთმანეთის მტრობაში, ბოღმაში და შურში... შეგვეძლოს ერთმანეთის სიყვარული, გვერდში დგომა, დახმარება, სიკეთის კეთება და ასე უფრო მარადიული იქნება ჩვენი სიცოცხლე,
გვიყვარდეს ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია! და მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს...image

0
31
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0