x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედოფლისწყაროში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა
image


დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა დედოფლისწყაროში. ღონისძიება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცეტრის ორგანიზებით და ადგილობრივი ბავშვთა სტუდიების მონაწილეობით ჩატარდა. პარალელურად, ამავე დღეს კულტურის სახლის ჰოლში შშმ ბავშვების ნახატების გამოფენა გაიმართა.


კონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა თამარ თამაზაშვილმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის უფროსმა ილია მარტყოფლიშვილმა.


„გასული წლებისგან განსხვავებით, ამჯერად გადავწყვიტეთ, ღონისძიება სცენაზე გამართულიყო. იმის დასტურად, რომ ეს ბავშვები არაფრით განსხვავდებიან მათი თანატოლებისგან. ასევე გვინდოდა მათთვის მიგვეცა შესაძლებლობა, რომ იმ სცენაზე გამოსულიყვნენ, სადაც არაერთი ვარსკვლავი მდგარა და ეს დღე დაუვიწყარი გამხდარიყო მათთვის. ვფიქრობ, დასახულ მიზანს მშვენივრად მივაღწიეთ, რადგან დაგეგმილი ნომრების გარდა ექსპრომტად დამატებული ცეკვა-სიმღერებიც შესრულდა, რა დროსაც ამ ბავშვებმა მართლაც ძალიან მოილხინეს. მათმა ბედნიერმა სახეებმა დარბაზში ბევრი აატირა, “ - აღნიშნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორმა ილია მარტყოფლიშვილმა.



მუსიკალური ნომრების შემდეგ ილია მარტყოფლიშვილმა ღონისძიების მონაწილე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. საკუთარი ინიციატივით თანატოლები დაასაჩუქრეს სტუდია „არლეკინოს“ ბავშვებმაც. ღონისძიებას შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივიზმის ჯგუფი, „ახალგაზრდული იდეას“ დედოფლისწყაროელი წევრები.


image

image

image

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0