x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ხანძარი დედოფლისწყაროში - ხარაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა
image


ხანძარი იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში. ცეცხლი ხარაშვილების საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. მასში მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობს, თუმცა, უბედური შემთხვევის დროს სახლის მეპატრონე ადგილზე არ იყო.


როგორც დედოფლისწყაროს სახანძრო სამაშველო სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფი დროულად გამოცხადდა და ცეცხლის ლიკვიდაცია ოპერატიულად შეძლო. მათი განმარტებით, საცხოვრებელში არასწორად იყო დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობა, ამიტომ, შესაძლოა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.


სოფელ მირზაანში მერის წარმომადგენელი აკაკი თარაშვილი ამბობს, რომ ხანძრის შემდეგ სახლის პატრონი სოფელში კიდევ არ გამოჩენილა.



თვითმხილველები კი ირწმუნებიან, რომ საცხოვრებელ სახლში ღუმელი ენთო და ალკოჰოლიც ნახეს. სოფელში ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ხანძრამდე მეპატრონე ადგილზე იყო, შემდეგ კი გაუჩინარდა.


„მარტოხელა კაცია, რაც ოჯახი დაენგრა მას შემდეგ სოფელში მარტო ცხოვრობს, ხშირად სვამს. შუადღისას ხმაური შემომესმა, გავიქეცით და სახლი იწვოდა. ერთსართულიანი ძველი სახლია ბელეტაჟზე, როგორც ჩანს ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. სახანძრო ჩვენ გამოვიძახეთ და მეზობლები შეცვივდნენ და ნივთების გადასარჩენად ოთახიდან ბარგის გამოზიდვა დაიწყეს. ისინი ამბობენ, რომ სახლში შეშის ღუმელი ენთო და ნახევრად დაცლილი არყის ბოთლიც ნახეს. ამიტომ გავრცელდა სოფელში ხმები, რომ პატრონი ნასვამი იყო და ბოლო დღეს სახლში იმყოფებოდა. ზოგმა ისიც თქვა, შეიძლება ცეცხლი თვითონ გააჩინაო, “ - ამბობენ თვითმხილველები.


მომხდარზე მოკვლევას შს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონული სამმართველო აწარმოებს.


0
132
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0