მსოფლიო ვინ არის და რატომ აპირებდა 51 ბავშვის დაწვას სასკოლო ავტობუსის მძღოლი? 2019, 21 მარტი, 17:51 მემარჯვენე რადიკალიზმი არის გამოწვევა, რომელსაც დღეს ებრძვის ევროპა. ძნელი სათქმელია, რომელი უფრო დიდი საფრთხეა - ულტრამემარჯვენე იდეოლოგია თუ მემარჯვენე რადიკალიზმი. რეალურად, ყველაფერი რადიკალური ისედაც საფრთხეს წარმოადგენს.
ეს გამოწვევები პირდაპირ არის დაკავშირებული ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასთან. ჩვენ სხვა ბლოგებშიც გვითქვამს და ახლაც ვიტყვით, რომ მიუხედავად გარეგნული ერთიანობისა, რეალურად ევროკავშირი დღეს ორ ბანაკად არის გაყოფილი. ერთ ბანაკს წარმოადგენს გერმანია, საფრანგეთი და მათი თანამოაზრეები, რომელნიც ტრადიციულ, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს ემხრობიან, მეორე ბანაკში არიან უნგრეთი, პოლონეთი,
გუშინ იტალიაში, მილანთან მომხდარი შემთხვევა კი ეჭვგარეშეა, რომ არალიბერალების წისქვილზე დაასხამს წყალს.
47 წლის სენეგალური წარმოშობის იტალიის მოქალაქე სკოლის ავტობუსის მძღოლმა 51 მოსწავლე გაიტაცა. ავტობუსში მასწავლებელიც იმყოფებოდა. როგორც მან მოჰყვა, ოსეინუ საი იტალიის საიმიგრაციო პოლიტიკაზე იყო განაწყენებული და დაიმუქრა: "შეაჩერეთ ზღვაზე სიკვდილი, ხოცვა-ჟლეტვას დავიწყებ!" წაიკითხეთ ვრცლად 52 შეფასება არ არის
|