x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
დაამარცხე ცელულიტი სამუდამოდ!
image1. სწორი კვება

image

იკვებეთ სწორად! შეეცადეთ, მინიმალური რაოდენობით მიიღოთ ტკბილეული, შებოლილი პროდუქტები, ძეხვეული, გაზიანი სასმელები. მიიღეთ დღეში მინიმუმ 2 ლ წყალი, მწვანე ჩაი, წვენები. რაციონში შეიტანეთ ბევრი ბოსტნეული და ცოცხალი ხილი. ალკოჰოლზე კი უარი თქვით!

2. კონტრასტული შხაპი


image

წყალი ბუნებრივი საშუალებაა ცელულიტს წინააღმდეგ. მიიღეთ დილაობით კონტრასტული შხაპი, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ასევე ამკვრივებს კანის ქსოვილებს.

3. მასაჟი

image

ცელულიტის საწინააღმდეგოდ სასარგებლოა მასაჟიც. შესაძლებელია ცელულიტის ყავის სკრაბით შემცირება. ყავის საშუალებით წრიული მოძრაობები სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს, ყავა კი კანს ამკვრივებს. შედეგი სამუდამოდ არ შენარჩუნდება. სამწუხაროდ, კანი გარკვეული პერიოდის შემდეგ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება.

4.ვარჯიში

image

ვინაიდან ცელულიტის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი სისხლის მიმოქცევიის დაღვევაა, მის წინააღმდეგ სწორედ ამ გზით უნდა ვიბრძოლოთ. სპორტული აქტივობები სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ის, ზოგადად, ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა, ამიტომ თუ საერთდ არ ვარჯიშობთ, აუცილებლად გამონახეთ დრო ამისთვის. დღეში ნახევარი საათი აუცილებლად გექნებათ იმისთვის რომ საკუთარ გარეგნობას და ჯანმრთელობას დაუთმოთ. კუნთოვანი ქსოვილების განვითარება არამარტო დაგეხმარებათ გამოიყურებოდეთ ლამაზად, არამედ ცხიმის წვასაც შეუწყობს ხელს. რაც უფრო მეტია კუნთოვანი მასა, მით მეტი კალორიების დაწვა უწევს ორგანიზმს მათი კვებისთვის.


0
70
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0