x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ორივე მხარემ აარჩია საუკეთესო მსროლელი, რომელთაც სნაიპერებივით უნდა ემოქმედათ
1914 - 15 წლების ზამთრის განმავლობაში დიდი შეტაკებები არ მომხდარა, მიუხედავად ამისა, ომი გრძელდებოდა.

image

ორივე მხარემ აარჩია საუკეთესო მსროლელი, რომელთაც სნაიპერებივით უნდა ემოქმედათ. ისინი უთვალთვალებდნენ მტრის სანგრებს და ესროდნენ ყველას, ვინც მოძრაობდა.

ღამღამობით პატრულთა რაზმი წინა სანგრებიდან ხოხვით გადაადგილდებოდა, რათა შეეკეთებინა ეკლიანი მავთულები, ეთვალთვალა მტრისთვის და ხანდახან დახოცა კიდეც მათი გუშაგები.


image

მიუხედავად იმისა რომ დიდი ბრძოლები არ მიმდინარეობდა, ფრონტის ხაზი სახიფათო ადგილი იყო. ყოველდღე 500 ჯარისკაციდან ერთი კვდებოდა ან შავდებოდა .

არტილერია, რომელიც სანგრებს უკან, 100 მეტრში იყო განლაგებული, მტერს მთელი დღის განმავლობაში ესროდა ჭურვებს, მათ სამიზნეებს სანგრები, გზები და რკინიგზა წარმოადგენდა.

image

ხშირად არტილერია ახალ დაბნელებულზე გაუხსნიდა ხოლმე ცეცხლს მოწინააღმდეგეს, რომელიც იმ დროს პატრულირებდა ან წინა ხაზიდან რეზერვში გადადიოდა . თანდათან ჯარისკაცებს შორის დამკვიდრდა გამოთქმა “ საძულველი საღამო ".

ჯარისკაცებმა მიწისქვეშა თავშესაფრების გათხრა დაიწყეს, ისინი უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე სანგრები და მათ არტილერიის ცეცხლისგან იცავდა .

image

დღის განმავლობაში ჯარისკაცები დიდ აეროსტატებზე მიმაგრებული კალათებით გადაადგილდებოდნენ, ისინი იყენებდნენ დურბინდებს დურბინდებს, რათა დაეზვერათ მოწინააღმდეგე და ინფორმაცია მიეწოდებინათ არტილერიისათვის.

მოწინააღმდეგის აეროსტატებს ტყვიამფრქვევებითა და მსუბუქი არტილერიით აზიანებდნენ.

0
245
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0