x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"სააკაშვილმა როგორც იქნა დატოვა ნაცმოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობა და მაინც..."
ანალიტიკოსი თეიმურაზ ზაქრაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


"სააკაშვილმა როგორც იქნა დატოვა ნაცმოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობა და მაინც არ არის ეს ნაბიჯი საკმარისი.


ეს უნდა გაეკეთებინა როგორც კი დატოვა პრეზიდენტის თანამდებობა და მიეტოვებინა პარტია იმათ ხელში ვინც მერე მაინც უგანა. თავისი სახელით საკმარისზე მეტად ასარგებლა ოპოზიცია, რომელმაც "გაუპრავა" ოლიგარქიას ძალაუფლება.


ჰოდა პოლიტიკაში და ქვეყანაში რეალურად დაბრუნება თუ უნდა სულ უნდა გაანებოს თავი ნაცმოძრაობას და შექმნას სულ ახალი პარტია, სრულიად ახალი სტრუქტურით და რაც მთავარია მარცხენა იდეოლოგიის პლატფორმაზე. არსებული ენმ-ს გადაკეთება იმდენად არარელისტურია რომ ბევრად მარტივი, იაფი და ნაკლებად პრობლემურია ახალის შექმნა...



მხარდამჭერები კი არსად გაექცევიან, სწორად აგებულ სტრატეგიას და იდეოლოგიას სულაც იმაზე მეტი მხარდამჭერი დაემტება ვიდრე დღეს ჰყავს ენმ-ს.


უნდა გემიჯნოს მიშა ყველას ვინც მისი იდეების რამენაირი დისკრედიტაცია მოახდინა.


საყრდენი ცნობადი სახეები მიშას საქართველოში არ ჰყავს. ოლიგარქის წინააღმდეგ დარაზმულ ოპოზიციას მიშა არანაირად სჭირდება. ეს არის მოცემულობა. ოღონდ ჰყავს ძალიან ბევრი ადამიანი ვისაც რეალურად უნდა დემოკრატია ქვეყანაში და მიშას იმედი აქვთ, აი ისინი არიან სწორედ დემოკრატიის საყრდენი ბევრად დიდი ძალა.


რ2-ზე თუ რეალურად გააჩნია რამე ბერკეტი უნდა შეცვალოს დირექტორი და სარედაქციო პოლიტიკა.


თუ არ გააჩნია ასეთი გავლენა, არც ეს არის პრობლემა. სპონსორები მოიზიდოს და სულაც ახალი ტელევიზია დაარსოს.. რეალურად დღევანდელი ტექნოლოგიებით, სულაც არ არის ტელევიზია ძვირი სიამოვნება.
აბა როგორ მიშა?


პოლიტიკაში პირველ რიგში საკუთარი იმიჯის დაცვა უნდა იცოდეს პოლიტიკოსმა, რასაც არასდროს აქცევდი ყურდღებას და ამიტომაც ვისაც არ ეზარებოდა ყველას შეახოცინე ხელი.


ამიტომ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, აი როგორც მაშინ, ედიკას დროს მინისტრის სავარძელი რომ დატოვე და ვაკის არჩევნები მოიგე. ასე კი, დროში გაწელილი, ვიღაცეების აზრზე დამოკიდებულებით ვერ ითამაშებ წინსწრებით, ვერ აიღებ ინიციტივას, ინიციატივის გარეშე კი ვერ მოიგებ."- წერს თეიმურაზ ზაქარაძე.


საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში ისაუბრა, მისი განცხადებით პარტიას ადგილზე სჭირდება თავმჯდომარე. მისი თქმით, თავმჯდომარეობის იდეალური კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება.



image

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0