x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134666
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508870
"ტყუილს მოკლე ფეხები აქვს"

image
"ითვლება, რომ მორბენალი თვალები ადამიანის არაკეთილსინდისიერების მანიშნებელია, თუმცა როგორც ცნობილია ყველაზე თავზეხელაღებულ ავაზაკებს შეუძლიათ მშვიდად გიყურონ თვალებში" (აგატა კრისტი) როგორ აღმოვაჩინოთ ტყუილი და არდავრჩეთ მოტყუებულები, როგორ მოვატყუოთ სხვები, ისე რომ არ გამოგვიჭირონ- ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხი ბევრ ადამიანს აინტერესებს. როგორც კვლევებმა აჩვენა ტყუილი ჩვენი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი მოვლენაა. ხან თავად ვცდილობთ სხვების მოტყუებას, ხან კი იმის გაგებას ვცდილობთ, გვატყუებენ თუ არა გარშემომყოფები. ფსიქოლოგები, რომლებიც შეისწავლიან ტყუილის ფენომენს, გამოყოფენ სამ ძირითად მეთოდს იმისათვის, რომ აღმოაჩინონ ტყუილი: 1)არავერბალურ ქცევაზე დაკვირვება (ღიმილი, ხმის ტემბრი). 2) ნათქვამის ანალიზი. 3) ფიზიოლიგიური რეაქციების შესწავლა(წნევა, პულსი). ადამიანები საკმაოდ კარგი მატყუარები არიან მაგრამ არც თუ ისე კარგად ახერხებენ ტყუილის "გაშიფვრას". ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ არ ფლობენ შესაბამის ცოდნას, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ "გამოვიჭიროთ" მატყუარა. არსებობს ტყუილის უამრავი არავერბალური მანიშნებელი: თვალის არიდება, პოზის ცვლილება, კეფაზე ხელის დადება, ცხვირზე შეხება, ტანსაცმლის წვალება, საუბრის დროს პირზე ან თვალებზე ხელის აფარება. ტყუილის ამიცნობისთვის, ასევე შექმნილია სპეციალური მოწყობილობა- სიცრუის დეტექტორი, იგივე პოლიგრაფი. ხშირად მატყუარა ადამიანების ამოცნობა საკმაოდ ძნელია, რადგან ისინი არანაირ დამატებით ინფორმაციას არ იძლევიან - განსაკუთრებით ისინი, რომლებისთვისაც სიცრუის თქმა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა გადავამოწმოთ მოწოდებული ინფორმაცია, უფრო ვეყრდნობით არავერბალურ სიგნალებს. რადგან ადამიანი უფრო მეტ ყურადღებას უთმობს თუ როგორ აწვდის ან რას აწვდის ვერბალურად მოსაუბრეს ვიდრე არავერბალურ ჟესტიკულაციას. ადამიანს შეუძლია დადუმდეს და ერთი სიტყვაც არ წარმოთქვას, თუმცა მის სხეულს ეს არ შეუძლია. მკვლევარი პოლ ეკმანი ამ სასაკითხთან დაკავშირებით დიდი ხნის მანძილზე ატარებდა კვლევებს. ამ კვლევების მიხედვით ტყუილის ყველაზე ხშირი მანიშნებლები ადამიანთან საუბრისას ხმის ცვალებადობა და საუბრის დროს არსებული პაუზებია. ასევე ეკმანი საუბრობს მეტყველების დროს არსებულ ხარვეზებზე. მაგ:"ეეე", "ჰმმ". ასევე შესაძლებელია ტყუილი გამოვლინდეს ხმის ჟღერადობაში ანუ ადამიანის ტემბრსა და მის ტონალობაში. თუმცა ხმა არ არის ტყუილის უნივერსალური საზომი. ასევე საინტერესოა ეკმანის მოსაზრებები სხეულთან დაკავშირებით. ის გამოყოფს ე.წ ემბლემებს ანუ იმ ნიშნებს, რომლებიც სიტყვების ნაცვლად იხმარება(მაგ: თავის დაქნევა "კი" - ს წარმოთქმის მაგივრად). ტყუილის დასაფიქსირებლად მნიშვნელოვანი წყარო შეიძლება იყოს ადამიანის სახე, რადგან ნამდვილად განცდილი ემოციები სახეზე აისახება. (ბრაზი, მწუხარება, შიში). თუმცა სახის გამომეტყველებაც არ არის უნივერსალური კულტურებს შორის. ტყუილთან დაკავშირებული ერთ-ერთი პათოლოგიაა: კომპულსური მატყუარა, ადამიანს არ შეუძლია თავისი ტყუილების კონტროლი და არ განიცდიან არანაირ დანაშაულის გრძნობას ამასთან დაკავშირებით, ეს განპირობებულია იმით, რომ ინდივიდებს თავად სჯერათ საკუთარი ტყუილების, ამიტომ რთულია განვსაზღვროთ გვატყუებს თუ არა ეს ადამიანი. კვლევების თანახმად ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი არის ქიმიური დისბალანსი თავის ტვინში. ასევე არის მიდგომები, რომლებიც ხაზს უსვამენ ბავშვობის ტრამვას, არასწორ აღზრდას. მკურნალობის მეთოდი საკმაოდ რთულია, რადგან თავად პაციენტის დიდი სურვილის გარეშე არაფერი გამოვა. მკურნალობის დროს იყენებენ როგორც თერაპიას ასევე მედიკამენტურ მკურნალობას. image

0
114
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0