x
მოზარდთა სოციალიზაციის მთავარი ინსტიტუტები თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში
imageადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების, მოცემული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ცოდნის, ღირებულებელისა და ნომების შეთვისების პროცესს სოციალიზაცია ეწოდება. ამ დროს ინდივიდი შეიმუშავებს საზოგადოებაში ცხოვრებისა და სოციალური ნორმების დაცვის ჩვევებს. ინდივიდი ირჩევს სზოგადოების გარკვეულ ნორმებს და უკუაგდებს დანარჩენს. პიროვნების ქცევის ფორმირებაზე გავლენას ახდენს, როგორც სოციალური ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორები. აქედან გამომდინარე, მომავალში ადამიანის ქცევა ანტისოციალური იქნება თუ სოციალურად მისაღები სწორედ ამ ფაქტორების ზეგავლენაზეა დამოკიდებული. გამომდინარე იქიდან, რომ ქცევის ჩამოყალიბება და განვითარება დაბადებიდან იწყება და მასში თითოეული ადამიანი მონაწილეობს, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის, მშობლის, ოჯახის და სოციალური გარემოს როლი.

საზოგადოების ცვლილებასთან ერთად მოზარდთა ჩამოყალიბების პროცესში სოციალიზაციის მთავარი ინსტიტუტების როლიც ცვლილებას განიცდის. შემოდიან ახალი ინსტიტუტები, მაგალითან როგირებიცაა ინტერნეტ სივრცე და სოციალური ქსელები. ზოგიერთი ინსტიტუტის აქტივობა კი თანდათან მცირდება. ამ ასაკში სწორად ათვისებული როლები განაპირობებენ შემდგომში ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოების ჩამოყალიბებას. ამიტომაც, მნიშვნელობვანია გავიგოთ, თანამედრვე ქართველი მოზარდების სოციალიზაციაზე რომელი ინსტიტუტები ახდენენ გავლენას.

ამ საკითხის შესასწავლად გამოვიყენე რაოდენობრივი კვლევის მეთოდი. ჩავატარე პირდაპირი ინტერვიუები მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასისს მოსწავლეებთან. სულ გამოკითხული იქნა 100 მოსწავლე.

კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, მინდოდა გამეგო თუ ვისთან/რასთან ერთად ატარებდნენ მოზარდები თავიანთი თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს. 54 %-მა გვითხრა, რომ თავისუფალი დროს ატარებდა მეგობრებთან ერთად. 31 %-ი ამ დროს ოჯახან ერთად ატარებს, 8 %-ი კომპიუტერთან, ხოლო 3 %-ი კი ტელევიზორთან. მოზარდებს აგრეთვე ვკითხეთ ინტერნეტს უმეტესწილად რა აქტივობისთვის იყენებდნენ. 44 %-მა გვითხრა, რომ ინტერნეტს იყენებდა სოციალური ქსელების მოხმარებისთვის. რესპოდენტთა დიდმა ნაწილმა (62 %) გვითხრა, რომ მათი ინფორმაციის ძირითადი წყარო ინტერნეტია. მათ უმეტესობას ჰყავს ინტერნეტით გაცნობილი მეგობრები, მათ შორის სხვა ქვეყნის მოქალაქეები.


კითხვაზე თუ რომელ აქტივობას მიანიჭებდნენ უპირატესობას: საღამოს მეგობრებთან ერთად სასეირნოდ წასვლას თუ კომპიუტერთან ჯდომას და მეგობრებთან ინტერნეტის მეშეობით კომტაქტს, რესპონდენი მოზარდების უმეტესობამ დააფიქსირა, რომ მეგობრებთან რეალური კონტექტი ურჩევნია და მათთან ერთად სეირნობას არჩევდა. მცირე ნაწილისთვის კი უფრო მოსახერხებელია ვირტუალური ურთიერთობები.

ძალიან საინტერესოა კვლევის შემდეგი მიგნებები: აღმოჩნდა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად გოგონები რჩევისთვის უმეტესად მშობლებს მიმართავენ (54 %), ბიჭები კი- მეგობრებს (40%). ინტიმურ საკითხებზე სასაუბარი მშობლებთან უფრო გოგონებს შეუძლიათ (30) ვიდრე ბიჭებს (22). ხოლო ბიჭების 65 %-ი აღნიშნავს, რომ მსგავს თემებზე მშობლებთან არასოდეს საუბრობს. როდესაც გოგონებში ეს მაჩვენებელი 26 %-ია.

ჩვენი კვლევის ძირითადი დასკვნები ასეთია:

- გამოკითხულ მოზარდთა სოციალიზაციის მთავარი ინსტიტუტებია: ოჯახი, მეგობრები და სოციალური ქსელები.

- მოზარდების ინფორმაციის ძირითადი წყარო არის ინტერნეტი.

- ბიჭების და გოგონების სოციალიზაციაზე გავლენის მხრივ ინსტიტუტები განსხვავდებიან.

- გოგენებთან შედარებით ბიჭებს უფრო უჭირთ მშობლებთან ურთიერთობა და კომპიუერთან მეტ დროს ისინი ატარებენ.

-სოციალიზაციის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების როლი იზრდება.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ანა სხირტლაძე
ანა სხირტლაძე
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0