x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ჯიმაღი - რისი ღვთაება იყო იგი ხევსურთა წარმართულ რწმენაში

რაფიელ ერისთავის მიხედვით, ხევსურები თაყვანს სცემდნენ "ჯიმაღის ჯვარს", ხატს, თუმცა იგი არ იძლევა განმარტებას, თუ რისი ღვთაება შეიძლება, ყოფილიყო ჯიმაღი.

ივანე ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ "ჯიმაღი" შესაძლოა, შეესაბამებოდეს ოთხშაბათი დღის (მეგრული "ჯუმაშხას", ჭანური "ჯუმაჩხას, სვანური "ჯუმშის") ღვთაებას. აქვე მეცნიერი დასძენს, რომ ოთხშაბათი ქართულად "ერმის" დღედაც იწოდებოდა, რადგანაც ჰერმესის, მერკურის ღვთაების საპატივცემლო დღედ ყოფილა დაწესებული და ვანური ლურსმული წარწერების "შიმიგიშ" ("ჯიმიღიშ")-ც "მერკურს" ნიშნავს. ვანური "შიმიღიშ", "ჯიმიღი"-სა და ხევსურულ "ჯიმაღის", სვანურ "ჯუმას", ასევე, მეგრულ-ჭანურ "ჯუმას" საერთო ფესვები უნდა ჰქონდეს.

ჯუმა ქართულ მითოლოგიაში ნაყოფიერების, მწყემსთა და საქონლის მფარველი ღვთაებაა.მეგრული "ჯუმა" ოჯახის ფუძის, ადგილის, ნერჩის მფარველი ღვთაებაა, განასახიერებს სიკეთესა და სიმტკიცეს. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ხევსურული "ჯიმაღი" და "ჯუმა" ერთი და იგივეა, ჰერმეს-მერკურის ღვთაებაა და ჰერმესის მსგავსად, მოგზაურთა, ნახირთა და საძოვართა მფარველია.

image

როგორც ცნობილია, ზევსის ვაჟი ჰერმესი მოგზაურთა და მწყემსთა მფარველი, ვაჭრობისა და ბარაქის ღვთაებაა, ღმერთების მაცნე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ზეცასა და დედამიწას, ღმერთების ნება მიჰქონდა ადამიანებამდე. ჰერმესს რომაულ მითოლოგიაში შეესატყვისება მერკური.

0
82
შეფასება არ არის
ავტორი:ლუდმილა 1988
ლუდმილა 1988
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0