x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ქალთა წარმომადგენლობა ქართულ პოლიტიკაში

თანამედროვე მსოფლიოში შეინიშნება პოლიტიკის სფეროში ქალთა წარმომადგენლობის აქტიური ზრდა. ზოგიერთ ქვეყანეში ეს პროცესი განსაკუთრებით ნელი ტემპით მიიწევს წინ - მათ შორის საქართველოშიც.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მიმდინარეობს საუბარი პოლიტიკაში ქალთა როლის გაზრდასთნ დაკავშირებით, საქართველოს წამყვან პოლიტიკურ პარტიათა სიებში კვლავაც აშკარა გენდერული დისბალანსია.

ქალები ამომრჩეველთა 53, 76 %-ს შეადგენენ, თუმცა, მათი წილი საკანონმდებლო ორგანოში 16 %-ია. მაშინ, როდესაც ამომრჩეველთა 46, 24 %-ს კაცები შეადგენენ და ისინი პარლამენტში 84 %-ით არიან წარმოდგენილნი. საქართველოში საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობა შემდეგნაირია:

image

რა თქმა უნდა, ძალზედ მისასალმებიელია, რომ დღეისათვის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ქალია, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ: 2015 წლის მონაცემებით საქართველოში არ ყოფილა პრემიერმინისტრი ქალი, საქართველოს არ ყოლია არცერთი გუბერნატორი და ქალაქის მერი ქალი. თვითმმართველობის საკრებულოს 2082 დეპუტატიდან მხოლოდ 242 ქალია. 2015 წელი საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა ქალთა წლად და საქართველოს სამმა უმაღლესმა სახელმწიფო მოხელემ: პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა და პარლამენტის სპიკერმა ასევე ღიად დააფიქსირეს და დაუჭირეს მხარი ქალთა თანაბარ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების დონეზე, თუმცა ამ ყოველივეს ქმედითი შედეგები არ მოჰყოლია.

საქართველოს პარლამენტმა კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ 2010 წლის 6 მარტს მიიღო, იგი მიზნად ისახავს საკანონმდებლო დონეზე სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორობის პრინციპის განმტკიცებას და გენდერული თანასწორობის მისაღწევად საკანონმდებლო გარანტიების შექმნას. კანონის მიღებამდე საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის 24 ივლისს მიიღო გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცებცია. გამოიკვეთა უწყებებიც, რომელთაც გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებაზე ზედამხედველობა დაევალათ, თუმცა კანონის მიღების შემდეგ, რაც ცალსახად პოზიტიური მოვლანაა, მნიშვნელოვანია მისი აღსრულების უზრუნველსაყოფად ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება იმისთვის, რომ მიღებული კანონი მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს არ ატარებდეს.

საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა ( IEF) 2017 წელს მორიგი ყოველწლიური კვლევა ჩაატარა და წარმოადგინა რეიტინგი, რომელიც გენდერული უთანასწორიბის მიხედვითაა შედგენილი. ამ კვლევაში მონაწილე 144 ქვეყნიდან საქართველო 94-ე ადგილს იკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანაში ქალებს მამაკაცბთან შედარებით უფრო ნაკლები უფლებები აქვთ ჯანმრთლობის, განათლების და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით.

საზოგადოებაში გავრცელებული პატრიარქალური სტერეოტიპები უარყოფითად აისახება რეგიონში ქალთა პოლიტიკურ გააქტიურებაზე. ამ პრობლემის გადასაჭრელად კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედია სივრცის როლი. აუცილებელია მედია საშუალებების ხელშეწყობა, პოლიტიკაში გენდერული ბალანსის დაცვის აუცილებლობის შესახებ, საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების საქმეში.

1
36
შეფასება არ არის
ავტორი:ანა სხირტლაძე
ანა სხირტლაძე
36
  
2019, 25 თებერვალი, 16:57
რა შუაშია პოლიტიკაში გენდერული თანასწორობა, მაინც ვერ ვიგებ... ანუ, ქალი რომ მოვა პოლიტიკაში, შვილებს ან შვილს (მეუღლეზე არაფერს ვამბობ), ნებით თუ უნებლიედ, მაგრამ მაინც, ძალაუნებურად რომ დატოვებს უყურადღებოდ, მერე ავშენდებით? დედა და დედის როლი რომ უმნიშვნელოვანესია ბავშვის გაზრდისას, ეს ალბათ "შოვინისტურ-სექსისტური" გადმონაშთია, ხომ...ან საერთოდაც გაუთხოვარი რომ დარჩეს (რა ჩვენს ფეხებად გვინდა გამრავლება რო!), ვნებას სადმე კაბინეტში ან სადმე იქვე ქე "მოიკლავს" და "იმეენა" ააყვავებს ქვეყანას, არა?
0 1 1