x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
გიორგი მამალაძე თავისმა ამპარტავნებამ დაღუპა - ბონდო მძინარაშვილი
imageგიორგი მამალაძე თავისმა ამპარტავნებამ დაღუპა - მეუფე დიმიტრის და პატრიარქის ნებიერა ახალგაზრდა დეკანოზი გახდა და წარმოიდგინა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მის ამპარტავნებას ზოგიერთი მეუფის ფარისევლური ღიმილი და წაქეზებაც ნოყიერ ნიადაგს უქმნიდა ეკლესიაში არსებულ ვითარებასთან ერთად. და გაიზარდა, გაიტოტა ცოდვის ხე.



ხიბლში ჩავარდნილი დეკანოზი ღმერთს განეშორა - საკუთარი თავის კონტროლი დაკარგა და ეკლესიის და პატრიარქის მტრებისთვის მისი მართვა კიდევ უფრო გაიოლდა.



შედეგმაც არ დაახანა.



დაპირებებით გაბრუებულმა დეკანოზმა, მიუხედავად იმისა, რომ გონიერება არ აკლდა, ისე შეაბიჯა მისთვის დაგებულ კაკანათში, რომ მხოლოდ დაცემის შედეგად გაიაზრა, თუ რა შარში გაეხვა.




შეპყრობილ დეკანოზს ჰპირდებოდნენ, რომ დაიკავებდა მამა მიქაელ ბოტკოველის ადგილს და პატრიარქის პირადი მდივანი გახდებოდა, ან შორენა თეთრუაშვილის ადგილს და გახდებოდა პატრიარქის მდივან-რეფერენტი, ან მამა დავით ჭინჭარაულის ადგილს და გახდებოდა პატრიარქის პირადი მოძღვარი, ჩაიბარებდა აღსარებას საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელისგან.
ეს ბოლო თანამდებობა განსაკუთრებით ხიბლავდა, რადგან სულ პატრიარქის გვერდით იქნებოდა, ყველაფერს თვალყურს მიადევნებდა...



წარმატებით და წაქეზებით თავბრუდახვეულ დეკანოზს ვერც კი წარმოედგინა, რომ ამ სამივე თანამდებობისთვის მოწიწება, ერთგულება, თავდადება და თავმდაბლობა აუცილებელი თვისებებია. ანდა როგორ წარმოიდგენდა, როცა, ასაკი არ უწყობდა ხელს, თორემ პატრიარქობისთვისაც მზად იყო...



ასე ეგონა, ასე სწამდა, რადგან მისი რწმენის ვაზმა უხვად გამოისხა ამპარტავნების მტევნები...



მე ხელახლა ვნახე ორი წლის წინანდელი ფარული ჩანაწერები...



გავოგნდი ღვთისმსახურის ამპარტავნების მასშტაბით და ადამიანების გაწირვისთვის მზადყოფნით, გულგრილობით და თავდაჯერებულობით, რომელსაც არა რწმენაში განმტკიცება, არამედ ორიოდ მეუფის ცოდვილ თავზე პატრიარქის მიტრის წარმოდგენა კვებავდა.



მხოლოდ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს დეკანოზმა და მისმა წამქეზებლებმა - "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების".
ვერ გაითვალისწინეს თუ არასოდეს სჯეროდათ?!



P.S. ეჰ, პეტრე, პეტრე, კიდევ რამდენს შეიწირავ, სანამ ბოლომდე გამოამჟღავნებ შენს ნამდვილ ბუნებას.



P.P.S. დავი თარხან-მოურავის ეს კლიპი უკვე მე-9 წელია, "ობიექტივის" ტელე-და რადიოეთერით გადაიცემა. მოუსმინეთ ერმაც და ბერმაც.image

4
385
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
385
  
2019, 22 თებერვალი, 17:48
ეგრეა, არაა "კაი ყმა" :)
2019, 22 თებერვალი, 17:11
აქაც ჭეშმარიტებას ბრძანებთ კახაბერ, თან მთელი სრული 100%-ით.
თან წაქცეულს, რომ დაარტყამს ის კაცი კაცი არაა...
2019, 22 თებერვალი, 15:59
ჰმ, კაცოო, როგორ თამამად განიკითხავს? ბონდო მძინარაშვილი მე "ახ. კომუნისტიდან" მახსოვს და მაშინ სიამოვნებით ვკითხულობდი, მერე კი... ვალერი კვარაცხელიასთან რომ დადგები და გინდა იმ თარხან-მოურავთან (აი, ბაგრატიონებისა და "ირანის შაჰების", თუ რაღაც მსგავსი, შთამომავალი როა), რაღა უნდა ელაპარაკო კაცს?
მეც თვალყურს ვადევნებ ამ პროცესს, რამდენადაც მედია გვაძლევს საშუალებას, მაგრამ ეს "ნიუსები" ამ დეკანოზის კარიერული წინსვლის შესახებ, მეუცნაურა ერთობ, არ ვამბობ, რომ მჯერა, მეუცნაურა.
ფაქტები: ამ დეკანოზმა დადო დასკვნა საპატრიარქოს გარკვეული საქმიანობის შესახებ, გარკვეული მეუფის თაოსნობით. ამის მერე "აირია მონასტერი", შესაძლოა რასაც ბონდო აბრალებს, ამასაც აქვს ადგილი, რადგან მთლად "მამა აბრამის ბატკანი" არ უნდა იყოს, მაგრამ საპატრიარქო "ავგიას თავლას" რომ ძალიან ჰგავს, ეს ფაქტია და ამაში ამ დეკანოზს, არა მგონია წვლილი მიუძღოდეს.
2019, 22 თებერვალი, 14:58
ეჰ ბონდო, ბონდო მანდ თავგადაკლული "რუსეთუმეები" ხართ თავმოყრილი და შენი აზრი შენთვისვე შეინახე, პუტჩისტი ძმაკაცი ვალერი კვარაცხელია არ დაგეკარგოს არსად.
0 1 4