x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელი
image

ბევრი თანამედროვე პიროვნების ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ არსებობს პიროვნების 5 ძირითადი განზომილება, ხშირად მოხსენიებული, როგორც „დიდი ხუთეულის“ პიროვნული ნიშნები. ეს ნიშნები გახლავთ: ექსტრავერსია, თანხმობისადმი მზაობა, ღიაობა, კეთილსინდისიერება, ნევროტიზმი.

პიროვნული ნიშნების თეორიებმა ბევრი მცდელობა გაიარეს, რათა გამოერკვიათ რეალურად, რამდენი პიროვნული ნიშანი არსებობს. ადრინდელი თეორიები გვთავაზობდნენ პიროვნული ნიშნების განსხვავებულ რაოდენობას - მაგალითად, ოლპორტის 4000 პიროვნილი ნიშნის სია, კეტელის პიროვნების 16 ფაქტორი, ეიზენკის 3-ფაქტორიანი თეორია.

თუმცა, ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ კეტელის თეორია იყო რთული, ხოლო აიზენკის - ზედმეტად ლიმიტირებული. შესაბამისად, ხუთფაქტორიანი თეორია შეიქმნა იმისთვის, რომ აღეწერა არსებითი ნიშნები, რომლებიც არის პიროვნების საშენი მასალა.

რა არის პიროვნების ხუთი განზომილება?


დღეს ბევრი მკვლევარი თვლის, რომ არსებობს პიროვნული ნიშნების ხუთი განზომილება. ამ თეორიის საწყისი იყო ფისკეს (1949) კვლევა, შემდეგ იგი გაგრძელდა სხვადასხვა გამოკვლევებით (Norman -1967, Smith 1967, Goldberg 1981). დიდი ხუთეული არის პიროვნული ნიშნების ფართო კატეგორიები.

მნიშვნელოვანია ის თემა, რომ თითოეულ ფაქტორს აქვს ორი განზომილება. მაგ: ექსტრავერსია წარმოდგენილია კონტინიუმის სახით - რადიკალური ექსტრავერსია - რადიკალური ინტროვერსია. სამყაროში უმეტესი ადამიანი ამ ორ კონტინიუმის შორის თავსდება.

განვიხილოთ თითოეული ფაქტორის მნიშვნელობა.

ღიაობა:

ეს პიროვნული ნიშანი ხასიათდება ისეთი მახასიათებლით, როგორიცაა წარმოსახვა და ინსაიტი. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მაღალი მაჩვენებელი, უმეტესად ახასითებთ ინტერესების ფართო სფეროები. ისინი ცნობისმოყვარეები არიან სამყაროს მიმართ. ისწრაფვიან, რომ ისწავლონ ბევრი ახალი რამ და ისიამოვნონ ახალი გამოცდილებით.

ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამ ნიშნის მაღალი მაჩვენებელი, უფრო მეტად არიან თავგადასავლების მოყვარულები და კრეატიულები. მათ კი, ვისაც აქვთ დაბალი მაჩვენებელი, უმეტესად არიან უფრო ტრადიციულები.

კეთილსინდისიერება:

ძირითადი მახასიათებლები ამ განზომილების არის იმპულსების კარგი კონტროლი და მიზანზე ორიენტირებული ქცევა. ამ ნიშნის მქონე ადამიანები უფრო მეტად არიან ორგანიზებულები და დეტალებზე ორიენტირებულები. ისინი ფიქრობენ, როგორ გავლენას ახდენს მათი ქცევა სხვებზე და მნიშვნელობას ანიჭებენ დედლაინებს.

ექსტრავერსია:

ხასიათდება სოციალურობით, აქტიური საუბრით, ასერტიულობით და ემოციების აქტიური გამოხატვით. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ექსტრავერსიის მაღალი მაჩვენებელი, არიან კონტაქტურები და ტენდენციურები, ენერგია დახარჯონ სოციალურ სიტუაციებში. ადამიანების წრეში ყოფნა ეხმარება მათ, იგრძნონ თავი ენერგიულად და ამაღელვებლად. ადამიანებს, რომელბსაც აქვთ ექსტრავერსიის დაბალი მაჩვენებელი, სოციალური აქტივობები ენერგიას აცლის, არ მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და მათ სჭირდებათ მარტოობის პერიოდი, რომ აღიდგინონ ენერგია.

თანხმობისადმი მზაობა:

ამ ნიშნის მქონე ადამიანებს ახასიათებთ ნდობა, ალტრუიზმი, სიკეთე და სხვა პროსოციალური ქცევები. ისინი უფრო მეტად არიან თანმიმდევრულები, მაშინ, როდესაც მათ, ვისაც აქვთ დაბალი მაჩვენებელი, არიან უფრო შეჯიბრების მოყვარულები და ზოგჯერ მანიპულატორები.

ნევროტიზმი

ნევროტიზმი ხასიათდება მოწყენით, ცუდ ხასიათზე ყოფნით და ემოციური არასტაბილურობით. მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანებს ახასიათებთ ემოციების რყევა, შფოთვა, გაღიზიანება და მოწყენილობა. მათ, ვისაც დაბალი მაჩვენებელი აქვთ, არიან უფრო სტაბილურები და ემოციურად მდგრადები.

უნივერსალურია თუ არა დიდი ხუთეული?

მაკ კრაიმ და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს, რომ დიდი ხუთეულის ნიშნები არის საოცრად უნივერსალური. კვლევაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 50 სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი, გამოჩნდა, რომ დიდი ხუთეულის ფაქტორები შესაძლებელია გამოყენებული იყოს ადამიანის აღსაწერად.

ამ კვლევებზე დაყრდნობით, ფსიქოლოგები თვლიან“ რომ დიდი ხუთეული არა მარტო უნივერსალურია, არამედ მათ აქვთ გარკვეული ბიოლოგიური საწყისი. ეს პიროვნული ფაქტორები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს რამეს, რაც გავლენას ახდენს სოციალურ ლანდშაფტზე.

რომელი ფაქტორი ახდენს გავლენას დიდი ხუთეულის ფაქტორებზე:

კვლევები უჩვენებს, რომ ორივე - ბიოლოგიური და გარემო ფაქტორები- თამაშობს მნიშვნელოვან როლს პიროვნების ფორმირებაში. ტყუპების კვლევები გვიჩვენებს, რომ გარემოც და აღზრდაც თამაშობს მნიშვნელოვან როლს თითოეული ფაქტორის ჩამოყალიბებაზე.

ლონგიტირუდის კვლევები უჩვენებს, რომ ეს ფაქტორები არის მდგრადი ზრდასრულობის პერიოდში.


0
279
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ნებაძე
მარიამ ნებაძე
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0