x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
წერილი საზოგადოებას - პუბლიცისტური წერილი
image

ჩვენი ქვეყანა - საქართველო არ მიეკუთვნება იმ ქვეყნებთა სიას, სადაც ბედნიერების კოეფიციენტი მაღალია. პირიქით, ამ თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. 2018 წლის მონაცემებით საქართველო 128-ე ადგილზეა 156 ქვეყანას შორის და ისეთი ქვეყნები გვისწრებენ, როგორებიცაა ბანგლადეში, სენეგალი, კამბოჯა, სომალი და ა.შ. ბედნიერების კოეფიციენტის დადგენისას კი ექსპერტები ითვალისწინებენ 33 ფაქტორს, მათ შორის: მოსახლეობის ფიზიკური და გონებრივი ჯამრთელობა, კანონის დაცვის დონე, პოლიტიკური თავისუფლება, კორუფცია, ეკოლოგია, ეკონომიკური სიდუხჭირე და ა.შ.

ვფიქრობ, რომ სრულებით არ არის საჭირო ამ სტატისტიკის მოყვანა, რადგან ქვეყანაში არსებული სავალალო მდგომარეობა თვალსაჩინოა თითოეული მოქალაქისთვის. თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამაზე თვალს ხუჭავს. სამაგიეროდ ფართოდ აკრიტიკებენ კახი კალაძეს ვარისფერი ქუდის გამო, სახალხოდ დასცინიან ნიკა გვარამიას ე.წ. „ჩაჯმული შარვლის“ გამო, სოციალურ ქსელში ლანძღავენ ლაშა მაზანაშვილს ახალი ლექსის დაწერის გამო და ა.შ. რა თქმა უნდა ხალხო, გავნაგრძოთ სხვისი კრიტიკა და ღვარძლი, შური და ბოღმა ვანთხიოთ, ვიწუწუნოთ, რომ საშინელ ქვეყანაში დავიბადეთ და ბედმა არ გაგვიღიმა... ამასობაში კი სხვა ქვეყნები, რომლებიც წლების წინ ჩვენზე ცუდ მდგომარეობაში იყვნენ წინ მიიწევენ, ვითარდებიან... თუნდაც ის ფაქტია შემაძრწუნებელი, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვიმყოფებით ყველა იმ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა ეკონომიკური კეთილდღეობა, პოლიტიკური სტაბილურობა, ძალადობების დონე, განათლების დონე და ა.შ. ამასობაში კი სკოლებში გამოსაშვებ გამოცდებს აუქმებენ იმ იმედით, რომ ერი გამრავლდება...

საქართველოში ბევრი გაერთიანება და დაჯგუფებაა. როდესაც მათზე ვსაუბრობთ, პირველი ალბათ გვახსენდება „ქართული მარში“, რომელიც ქართული ტრადიციებისა და ადათ-წესების დაცვას აგრესიითა და ძალადობით ცდილობს. რასაკვირველია აუცილებელია მათი დაცვა, მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება, თუმცა მაშინ, როდესაც რეგიონებში ბავშვები შიმშილით იხოცებიან, მაშინ როდესაც მრავალშვილიან დედებს არ აქვთ საშუალება იმკურნალონ, ეს მეორე ხარისხოვანი ხდება. როგორც იქნა გადააგორეს გურამ კაშიას მიმართ აგორებული „სკანდალი“, ახლა კი ახალი საქმე გამონახეს. მარშის ერთ-ერთი ლიდერი ღიად აცხადებს, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე შეეწინააღმდეგება „LGBT პრაიდის“ ჩატარებას საქართველოში და მიმართავს შსს მინისტრს, რომ მთელ ქართულ შეიარაღებულ არმიას გადაეღობება წინ. ჩემი აზრით, ახალგაზრდა, ენერგიული ქართველი კაცი არ უნდა ხარჯავდეს ენერგიას იმაში, რასაც ვერ შეცვლის. შესაცვლელი კი საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვერ შევაცვლევინებთ ვერავის აზრს, ამიტომ დროა სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას გადავეჩიოთ მივხედოთ იმას, რისი შეცვლაც შესაძლებელია.


ამდენი ნეგატივის ფონზე არ შეიძლება არ ითქვას ცოტა იმ ადამიანებზე, ვინც საკუთარი დროისა და ენერგიის ხარჯზე ცდილობენ დაეხმარონ იმ კატასტროფულ პირობებში მცხოვრებ ოჯახებს, რომელთათვისაც სახელმწიფო და „ელიტა“ ვერ იცლის. საბედნიეროდ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ასეთი ადამიანები.

გ.ბ.

0
377
შეფასება არ არის
ავტორი:ბერო880
ბერო880
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0