x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ალბერტ ბანდურა და სოციალური იმიტაციის გავლენა
image


1960იან წლებში მნიშვნელოვანი დებატები იყო იმასთან დაკავშირებით თუ რომელი ფაქტორი ახდენდა ყველაზე დიდ გავლენას ბავშვის განვითარებაზე - გენეტიკური ფაქტორები , გარემო ფაქტორები თუ სოციალური დასწავლა. დაპირისტიპირება დღესაც გრძელდება და ცნობილია ბუნებისა და აღზრდის დაპირისპირების სახელით. ბანდურამ ჩაატარა სათამაშო თოჯინის ექსპერომენტი, რათა დაემტკიცებნა, რომ ადამიანის ქცევა გენეტიკურ განპირობებულობასთან შედარებით, სოციალურ იმიტაციაზე უფრი ძლიერადაა დაფუძნებული..

თავის ინოვაციურ კვლევაში, ბანდურამ ექსპერიმენტის მონაწილეები დაყო 3 ჯგუფად: ერთ ჯგუფს წარუდგინა ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო ზრდასრულების აგრესიული ქცევა თოჯინის მიმართ, მეორე ჯგუფს - ვიდეო, სადაც პასიური ზრდასრული იყო ნაჩვენები, რომელიც თამაშობდა თოჯინით, ხოლო მესამე იყო საკონტროლო ჯგუფი. ბავშვები ვიდეოს უყურებდნენ და შემდეგ შედიოდნენ ოთახში, სადაც წარმოდგენილი იყო ზუსტად ის თოჯინა, რომელიც ვიდეოში იხილეს.

შედეგებმა აჩვენა , რომ თოჯინის მიმართ აგრესიულ ქცევას იმ ჯგუფის ბავშვები ავლენდნენ , რომლებსაც თოჯინის მიმართ აგრესიული ქცევის ვიდეო წარედგინათ, განსხვავებით დანარჩენი ჯგუფებისგან, რომლებიც ავლენდნენ მცირე იმიტირებულ აგრესიულ ქცევას. იმ ბავშვების აგრესიის მაჩვენებელი, რომლებიც ავლენდნენ აგრესიულ ქცევას , ბიჭების შემთხვევაში იყო 38.2, ხოლო გოგონების შემთხვევაში 12.7.


ასევე შედეგებმა აჩვენეს, რომ ბიჭები უფრო მეტად ავლენენ აგრესიულ ქცევას, როდესაც წარდგენილ ვიდეოში აგრესიულ ქცევას მამრობითი სქესის მოდელი ახორციელებდა, ვიდრე მაშინ როცა დედრობითი სქესის მოდელი ახორციელებდა. როდესაც ბიჭებს წარედგინებოდათ მამრობითი სქესის მოდელი, აგრესიის მაჩვენებელი იყო 104, ეს მაჩვენებელი იკლებდა 48.4-მდე, როდესაც მათ წარედგინებოდათ მდედრობითი სქესის მოდელები.

გენდერული განსხვავებების იგივე ტენდენცია შეინიშნებოდა გოგონების შემთხვევაშიც. გოგონების აგრესიული ქცევის მაჩვენებელი , ქალი მოდელის წარმოდგენის შემთხვევაში იყო 57.7, ხოლო საპირისპირო სქესის მოდელის შემთხვევაში 36.3.

გენდერული განსხვავება ადასტურებდა ბანდურას მოერე დაშვებას, რომ ბავშვები იქნებოდნენ უფრო ძლიერი გავლენის ქვეშ, მათივე სქესის მოდელების შემხთვევაში.

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ნებაძე
მარიამ ნებაძე
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0