x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამერიკულმა კვების კომპანიამ აჭარული ხაჭაპური წლის მთავარ კერძად დაასახელა

ამერიკული რესტორნების ქსელმა და კვების სფეროში საკონსულტაციო კომპანიამ Af&Co აჭარული ხაჭაპური 2019 წლის მთავარ და გამორჩეულ კერძად დაასახელა. ხაჭაპური ერთ-ერთი ლიდერი კერძია ''ინსტაგრამზეც''.

image

Af&Co ვიზიტორებს აცნობს აჭარული კერძის მომზადების ტრადიციულ ვარიანტებს და მირთმევის სპეციფიკურ წესებს. ამ ფაქტმა საქართველოსა და მისი გამორჩეული სამზარეულოს უნიკალურობა მსოფლიოს საზოგადოების ფართო სპექტრისთვის გახადა ხილვადი.

image

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აჭარული ხაჭაპური, რომელსაც უცხოეთში ''ყველიან პურად'' მოიხსენიებენ, 100 საუკეთესო კერძს შორის შეიტანეს.

„ყველიანი პური, ხაჭაპური, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია. ტრადიციულად მას ყველით, კვერცხით, კარაქითა და ცომით ამზადებენ. საქართველოში ხაჭაპურის რამდენიმე სახეობაა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მომზადება მოცარელათი ან ფეტათიც შესაძლებელია, ქართველები მას ან სულგუნით ან იმერული ყველით ამზადებენ. იმერული და აჭარული ხაჭაპური ყველაზე გავრცელებულია“, - Tasteatlas

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0