x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
თვითცნობიერება
image


თვითცნობიერება წარმოადგენს ყურადღების მიმართვას საკუთარი გრძნობების, ფიქრებისა და ქცევისაკენ. მასში გამოიყოფა ორი ასპექტი: პირადი თვითცნობიერება, რომელიც არის ტენდენცია იმისა, რომ ფოკუსირდე საკუთარ ისეთ შინაგან ასპექტებზე, როგორებიცაა, ატიტუდები, ღირებულებები, გრძნობები, სურვილები.სელფის ეს ასპექტები თავისი ბუნებით დაფარული და ძნელად ხელმისაწვდომია სხვა ადამიანებისთვის. ხოლო საჯარო თვითცნობიერება გულისხმობს ფოკუსირებას სელფის იმ ასპექტებზე, რომლებიც შესამჩნევია სხვა ადამიანებისთვის. მაგალითად: ჩაცმულობა, მანერიზმი, საქციელი. აღსანიშნავია, რომ თვითცნობიერება გავლენას ახდენს ატრიბუციაზე.(ატრიბუცია-მოსაზრებები შედეგების მიზეზების შესახებ) პირადი თვითცნობიერების მქონე ადამიანები უფრო მეტად იყენებენ ატრიბუციის შინაგან სტილს, რაც ადამიანის ქცევის მის პიროვნულ მახასიათებლებთან დაკავშირებას გულისხმობს, საჯარო თვითცნობიერების მქონენი კი-არა.


აღმოჩენილია კავშირი პირად თვითცნობიერებასა და აგრესიას შორის. მაღალი პირადი თვითცნობიერების მქონე ადამიანი, იქიდან გამომდინარე, რომ ფოკუსირებულია საკუთარ გრძნობებზე, ამოიცნობს სიბრაზეს საკუთარ თავში, რასაც შემდგომ მივყავართ აგრესიის გამოვლენისკენ. გარდა ამისა, პირადი თვითცნობიერება უკავშირდება ემოციურობას და დაბალ თვითშეფასებას.

საჯარო თვითცნობიერების მქონე ადამიანები წუხან საკუთარ გარეგნობაზე და იმ შთაბეჭდილებაზე, რასაც ისინი სხვებზე ახდენენ. მათ აქვთ მოტივაცია რომ მოახდინონ კარგი შთაბეჭდილება სხვებზე ან სულ მცირე ცუდი მაინც აირიდონ. ისინი მგრძნობიარენი არიან სხვა ადამიანების მიერ უარყოფისადმი, შესაბამისად, საჯარო თვითცნობიერება დაკავშირებულია სოციალურ შფოთვასთან, რაც გულიხსმობს შიშს იმისა, რომ ინდივიდი სოციალურ კონტექსტში სხვების მიერ იქნება შეფასებული ან შიში იმისა, რომ ის ვერ მოახდენს ადეკვატურ თვით- პრეზენტაციას.



არსებობს თვითცნობიერების გასაზომი კითხვარი, რომელიც თარმგნილია ქართულ ენაზე. თვითცნობიერების სკალა შეიქმნა შეიერის და კარვერის მიერ 1975 წელს შედგება სამი განზომილებისგან. არსებული 22 დებულებიდან, 7 ზომავს საჯარო თვითცნობიერებას, 9- პირად თვითცნობიერებას, სოციალური შფოთვას კი 6 დებულება. აღნიშნულ სკალაზე დებულებების მაგალითებია: „ყოველთვის ვცდილობ საკუთარ თავში გამორკვევას“, “სახლიდან გასვლისას, ყოველთვის ვამოწმებ როგორ გამოვიყურები“. მონაწილეები აფასებენ დებულებას იმისდა მიხედვით თუ რამდენად შეესაბამება ის( 0=საერთოდ არ მგავს, 3=ძალიან მგავს). საბოლოო ქულა მიიღება რევერსიული დებულებების შებრუნებით და სხვა ქულებთან დაჯამებით (Scheier & Carver, 1985).

1
176
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო თენიეშვილი
ანანო თენიეშვილი
176
  
2020, 29 აპრილი, 20:57
თუ შეგიძლიათ, გთხოვთ მიუთითოთ წყარო, სადაც თვითცნობიერების პირადი და საჯარო ასპექტებია განხილული ^^
0 1 1