x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლოცვის გავლენა ჯანმრთელობაზე
image

კავშირი რელიგიასა და ჯანმრთელობას შორის უკვე დიდი ხანია მეცნიერების ინტერესის საგანია. ბოლო წლების განმავლობაში სისტემატური კვლევები მიმდინარეობს იმისათვის, რომ აღმოაჩინონ ფუნქციური მექანიზმები, რომლებიც ამ კონსტრუქტებს უკავშირდება. რელიგიურადამიანები უფრო ნაკლებად ვარდებიან დეპრესიაში და როცა ეს ხდება უფრო სწრაფად ჯანმრთელდებიან.


არსებობს რამდენიმე ძირითადი გზა, რომლითაც რელიგია არაპირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. პირველი, რელიგია ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების სტილს. მოგეხსენებათ ქრისტიანულ რელიგიაში ცოდვად აღიქმება ისეთი ქცევები, როგორებიცაა: სიგარეტის მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება, ნარკოტიკის მოხმარება, დევიანტური ქცევები.შესაბამისად, რელიგიური ადამიანი ცდილობს ნაკლებად განახორციელოს ეს ქცევები, რაც ხელს უწყობს ქცევის რეგულაციას.


მეორე, სოციალური მხარდაჭერა-რელიგიური ადამიანები, რომლებიც ინტენსიურად დადიან სამლოცველოში იქ მყოფი მრევლისგან იღებენ სოციალურ მხარდაჭერას, არამხოლოდ იღებენ სხვებისგან, არამედ გასცემენ კიდეც სოციალურ მხარდაჭერას, ეს ალტრუისტული ქმედებები კი ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას.



მესამე, ფსიქოლოგიური მდგომარეობები- რელიგიური ადამიანები უფრო მეტი რწმენით, პოზიტიურად არიან განწყობილნი, რაც დადებითად აისახება მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე (ნაკლები სტრესის განცდის გამო). ასევე, ყოველდღიური ლოცვები, რომლებსაც კითხულობენ რელიგიური ადამიანები ეხმარებათ მათ ემოციების რეგულირებაში.


არსებობს ბევრი კვლევა, რომლებიც უშუალოდ ორიენტირდებიან ლოცვაზე და შეისწავლიან იმას თუ როგორ ახდენს ლოცვა გავლენას ჯანრმთელობაზე.


ბევრმა სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ ლოცვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანრმთელობაზე და დიდხანს სიცოცხლეზე. ლოცვა არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ალტერნატიული თერაპია ამერიკაში.


ერთ-ერთმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ journal of Gerontology-ში გამოქვეყნდა, აღმოაჩინა რომ ადამიანები, რომლებიც ლოცულობენ და მედიტაციას მიმართავენ უფრო მარტივად უმკლავდებიან დაავადებებს და ცხოვრობენ უფრო დიდხანს.


ასევე ერთ-ერთ კვლევაში რომელმაც შეისწავლა ასთმის მქონე ახალგაზრდები, აღმოაჩინა, რომ მათ, ვინც ლოცულობდა და მედიტაციას მიმართავდა ჰქონდათ უფრო ცოტა და ნაკლები სიძლიერის სიმპტომები, ვიდრე იმათ ვინარ ლოცულობდა.


არ აქვს მნიშვნელობა შენთვის ლოცულობ თუ სხვა ადამიანებისთვის, უბრალოდ ლოცვა, იქნება ეს საკუთარი ჯანრთელობისთვის თუ მსოფლიოს მშვიდობისთვის, ერთი და იგივე გავლენას ადენს. მაგრამ თუ ადამიანი სხვა ადამიანზე ლოცულობს ამას გავლენა არ აქვს იმ ადამიანის ჯანმრთელობაზე ვისზეც ლოცულობენ. გავლენა აქვს იმ ადამიანის ჯანრთელობაზე ვინც ლოცულობს და არა ვისზეც ლოცულობენ.


Baylor University-ის კვლევამ აღმოაჩინა რომ იმ მლოცველებს, რომლებიც ლოცულობენ მოსიყვარულე და მფარველი ღმერთისთვის უფრო ნაკლებად აქვთ შფოთვა, შიში, ობსესიურ-კომპულსური ქცევები, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც ლოცულობენ, მაგრამ არ ელოდებიან რომ ღმერთისგან მიიღებენ კომფორტს და მფარველობას.


ამ ყველაფრის მიუხედავად მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა -როგორ ახდენს ლოცვა გავლენას? ამასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები.


ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სპეციალისტი ჰერბერტ ბენსონი ამბობს რომ ლოცვის დროს, რელაქსირებულ მდგომარეობაში გულის ცემის სიხშირე მცირდება, სისხლის წნევაც დაბლა იწევს, სუნთქვა ხდება მშვიდი და უფრო რეგულარული.


ჰერბერტ ბენსონის ბოლოდროინდელი კვლევები გვთავაზობს მოსაზრებას, რომ გრძელვადიანი, ყოველდღიური ლოცვები ეხმარება იმ გენების დეაქტივირებაში ანუ გათიშვაში, რომლებიც ხელს უწყობს ანთებას და უჯრედის სიკვდილს.


პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა ადრიუ ნიუბერგმა კვლევით აღმოაჩინა, რომ ლოცვა და მედიტაცია ზრდის დოფამინის დონეს, რაც დაკავშირებულია კარგად ყოფნასთან. დოფამინი მიიჩნევნა ბედნიერების ჰორმონად.


ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლოცვა დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.


0
447
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო თენიეშვილი
ანანო თენიეშვილი
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0